ნაომი ბაიდენმა, ჯო ბაიდენის უფროსმა შვილიშვილმა, გასულ თვეს თეთრი სახლის ეზოში პიტერ ნილზე იქორწინა. ცერემონიას დაახლოებით 250 ადამიანი ესწრებოდა. “ნაომი მთელი ცხოვრების განმავლობაში სიხარულს გვანიჭებდა. საინტერესო იყო იმის ყურება, თუ როგორ იზრდებოდა და მართავდა მის ცხოვრებას, ახლა კი მოხარულები ვართ პიტერი ჩვენს ოჯახში მივიღოთ. ჩვენ წყვილს ბედნიერებას და სიყვარულს ვუსურვებთ” – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქორწილში წარმოთქმულ სიტყვაში.

პატარძალმა განსაკუთრებული დღისთვის გრეის კელით შთაგონებული Ralph Lauren-ის კაბაზე გააკეთა არჩევანი. დიზაინერის არჩევანი გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ნაომის ინაუგურაციაზეც სწორედ რალფ ლორენი ეცვა, ამასთან ის დასთან, ფინეგანთან ერთად ბრენდის ჩვენებებს ესწრება. ნაომი პრეზიდენტ ბაიდენის უფროსი ვაჟის, ჰანტერის შვილია. ის ვაშინგტონში დაფუძნებულ საადვოკატო ფირმის Arnold & Porter-ის თანამშრომელია. წყვილმა ერთმანეთი 2018 წელს საერთო მეგობრის შუამავლობით გაიცნო, ხოლო 2021 წელს კი, პიტერმა ნაომის ხელი სთხოვა.