უკვე მეშვიდე წელია Brand Finance-ის 50 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის სათავეს ნაიკი იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით, კომპანიის ფასი 13%-ით დაეცა. ნაიკის ამჟამინდელი ღირებულება 30.4 მილიარდი დოლარია და მის შემდეგ, მეორე ადგილზე გუჩია, რომელიც 2020 წელს 15.6 მილიარდი დოლარით შეფასდა.

Nike

ტოპ 50 ძვირადღირებული ბრენდების საერთო ღირებულება, 2020 წელს, ჯამურად 8%-ით დაეცა. კომპანიის შესაფასებლად Brand Finance რამდენიმე მაჩვენებელს იყენებს, მათ შორის გაყიდვებს, მოგებას, აქციების ფასებს და ა.შ. სიის პირველ 20 ბრენდში შეხვდებით: ლუი ვიტონს, ადიდასს, შანელს, ზარას, უნიკლოს, H&M-ს, კარტიეს, ერმესს, როლექსს, დიორს, ტიფანის და პუმას.

Jennifer Lopez for Coach 2021 Campaign

ამერიკულ Coach-ს ყველაზე ცუდ მაჩვენებლები აქვს, რადგან მათი ფასი ბოლო 1 წელიწადში 31%-ით დაეცა. რაც შეეხება ყველაზე სწრაფად მზარდ ბრენდს, პირველ ადგილზე სპორტული კომპანია Fila გახლავთ, რომლის ფასიც 68%-ით გაიზარდა.

Do You Fila Ad Campaign

ფეხსაცმლისა ინდუსტრიაში Timerland და Converse ყველაზე კარგ შედეგებს აჩვენებენ, მათი ფასი, 2020 წლის განმავლობაში, 47% და 8% – ით გაიზარდა. რაც შეეხება საცვლების ბრენდებს, ინდუსტრია ზოგადად სერიოზული პრობლემების წინაშეა და ტოპ 50 კომპანიას შორის მხოლოდ და მხოლოდ ორმა შეძლო მოხვედრა. ერთ-ერთი მათგანი Victoria’s Secret-ია, რომლის ფასიც 22%-ით დაეცა და კვლავ განაგრძობს ვარდნას.