ყოველ დეკადაში, მაკიაჟი პირდაპირ თუ ფარულად გამოხატავდა ცხოვრების სტილს, კონკრეტული პერიოდის წამყვანი ტრენდების ერთვარი ანარეკლი იყო. ინსტაგრამის განვითარებამ ყველას მისცა საშუალება თვალი ადევნონ მოდის და მაკიაჟის ტრენდების განვითარების პროცესს.
დღეს, მაკიაჟმა შეიცვალა შინაარსი – ის უფრი მეტად ხდება ყოველდღიურობის ნაწილი და ინდივიდუალიზმის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება. დაახლოებით 2 წელია, მკვეთრი ფერების ერთობლიობა მაკიაჟის მთავარ ტრენდად იქცა. ამ მიდგომამ პროფესიონალ ვიზაჟისტებს, თუ მაკიაჟის მოყვარულ ადამიანებს მეტი კრეატიულობისაკენ უბიძგა. თავად მაკიაჟის გაკეთების პროცესი კი, სანახაობად და ხელოვნების ერთგვარ ფორმადაც აქცია.
გთავაზობთ რამდენიმე ტრენდს, რომელმაც უახლესი Makeup კულტურა განსაზღვრა და 2020 წელსაც ინარჩუნებს თავის პოპულარობას.
ნეონის თვალის ჩრდილები
ამ ტრენდს ყველგან შეხვდებით – მოდის ჩვენებებზე, ჟურნალების ყდებზე, სატელევიზიო შოუებში, კლუბებსა თუ უბრალოდ ქალაქის ქუჩებში სეირნობისას. 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულზე, Oscar de la Renta-ს ჩვენებაზე მოდელების მაკიაჟის მთავარი შტრიხები სწორედ მკვეთრი, ე.წ. ნეონის თვალის ჩრდილები იყო.

თუ თვალის მკვეთრი მაკიაჟის გაკეთება გსურთ და ქართულ ბაზარზე შესაბამისი პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს ეძებთ, ეძებთ Delfy ის ბრენდია, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ. წამროდგენილი პროდუქცია უამრავი ტრენდული ფერის და რაც მთავარია, ძლიერი პიგმენტაციის, მაღალი ხარისხის თვალის ჩრდილებს სთავაზობს მომხმარებელს. თვალის ჩრდილების ამ ხაზში წარმოდგენილია ფერები, რომელთა შორის აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ ტონალობას. მისი გამოყენებით მკვეთრი, არტისტული თვალის მაკიაჟის გაკეთებას მარტივად შეძლებთ.
გლიტერები
სოციალური ქსელების ვარსკვლავებით და პოპულარული სერიალებით შთაგონებულ თანამედროვე მაკიაჟის სამყაროში გლიტერებისათვის არ არსებობს ცნება – ზედმეტი. ეს არის ის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება როგორც თვალზე, ასევე ღაწვებზე, თმებსა და გულმკერდის ზონაზე. არ აქვს მნიშვნელობა Body Art-ისათვის იყენებთ მას, თუ ყოველგვარი სიმეტრიის დაცვის გარეშე იკრობთ სახეზე – გლიტერები ყოველთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და ეფექტურია. გლითერები საფესტივალო იმიჯის განუყოფელ ნაწილადაც იქცა.

თუ სხვადასხვა ფერის, ხაირისხიანი გლიტერის ქართულ ბაზარზე პოვნა გსურთ, გირჩევთ “დელფის” ონლაინ მაღაზიას, Facebook-ის გვერდს, ან „თბილისი გალერიაში“ განთავსებულ სივრცეს ეწვიოთ. მნიშვნელობა არ აქვს როგორ ფერს ეძებთ – გლიტერების ხაზში აუცლებლად აღმოაჩენთ თქვენი გემოვნების შესაფერის ნომერს. გარდა ფერების სიმრავლისა, აღსანიშნავია, რომ პროდუქტი მოსახერხებელი და მოცულობითი შეფუთვით არის წარმოდგენილი.
პიგმენტები

პიგმენტები გლიტერების მსგავსად, ასევე უნივერსალური პროდუქტია. სწორედ უნივერსალურმა ხასიათმა განაპირობა მისი ასეთი პოპულარობა, როგორც მოყვარულ მომხმარებლებში, ასევე პროფესიონალ მეიქაფ არტისტებში. ე.წ. Editorial Makeup-შიც ისევე გამოიყენება, როგორც მსუბუქ მაკიაჟის გაკეთებისას. პიგმენტებით შესაძლებელია, ჩაანაცვლოთ თვალის ჩრდილი – ტექსტურა მსუბუქია, ხოლო მისი პიგმენტაცია პროდუქტის მცირე რაოდენობით გამოყენების შემთხვევშიც სასურველ შედეგს გაძლევთ.

Delfy-ის პიგმენტების ხაზი თხუთმეტზე მეტ ფერს აერთიანებს. ტონალობები შერჩეულია ისე, რომ ამ ხაზში ნებისმიერი გემოვნების ადამიანი შეძლებს თავისი საყვარელი შეფერილობის პოვნას. გლუვი ფორმულა საშუალებას გაძლევთ, სახის და სხეულის ნებისმიერ ზონაზე გამოიყენოთ. ზაფხულში, როცა განსაკუთრებით აქტუალურია გარუჯული კანი, “დელფის” პიგმენტების მცირე მოცულობა შეგიძლიათ ზეთოვანი ან კრემოვანი შიმერის ნაცვლადაც კი გამოიყენოთ. ამ კონკრეტული პროდუქტის ხაზში არის რამდენიმე ისეთი ფერი, რომლითაც შეგიძლაით ჩაანაცვლოთ ჰაილაითერი. Delfy გლიტერებისა და პიგმენტების გამხსნელ სპეციალურ სითხესაც გთავაზობთ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში, უცვლელ მდგრადობას და მკვეთრ ფერს განაპირობებს.
ფერუმარილი
2020 წლის მაკიაჟის კიდევ ერთი აქტუალური დეტალი ფერადი ბლაშია. ეს არის პროდუქტი, რომელიც ღაწვების ნაზი შეფერილობის ეფექტითრ თქვენს მაკიაჟს უფრო მეტად სრულყოფილ იერს აძლევს. გარდა ამისა, ფერუმარილი, იგივე ბლაში, როგორც მას საერთაშორისო სახელწოდების მიხედვით მოიხსენიებენ, სახეზე უფრო ჯანსაღ იერს განაპირობებს . შესაბამისად ის ე.წ. Must Have პროდუქტია მათთვისაც, ვინც მინიმალისტურ მაკიაჟს ანიჭებს უპირატესობას.

Delfy-ის ფერუმარილის პალეტი ხუთ განსხვავებულ ფერს აერთიანებს. ფერების ნაკრები ისეა შერჩეული, რომ ნებისმიერი კანის ფერზე ბუნებრივად და ლამაზად ჯდება. აღსანიშნავია პროდუქტის ხასირხი, რომელიც პირველ რიგში ტექსტურაში გამოიხატება. ფერუმარილი იდეალურად არის დაპრესილი, შესაბამისად, მისი ღაწვებზე დატანა მარტივია და კომფორტულია.