ზაფხული დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის საუკეთესო პერიოდი დაიწყო. ეს სეზონი გართობასა და განტვირთვასთან ასოცირდება – როდესაც დატვირთული წლის შემდეგ, შეგვიძლია დავისვენოთ და მთელი დრო საკუთარ თავს დავუთმოთ. ზაფხულის სეზონს, ჩვენს გეგმებთან ერთად, გარდერობშიც არაერთი სიახლე შემოაქვს. მათ შორის კი, უპირველესი საცურაო კოსტიუმია. მისი არჩევისას, არა მხოლოდ ვიზუალს ვაქცევთ ყურადღებას, არამედ აუცილებელია, რომ ის პრაქტიკულიც იყოს.
მომხმარებლის ყველა საჭიროების გათვალისწინებით, H&M-მა საცურაო კოსტიუმების ახალი მრავალფეროვანი კოლექცია წარმოადგინა.
სწორედ ამ მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ეს კოლექცია კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ H&M არის ბრენდი, რომელიც ნამდვილად კარგად იცნობს თავის მომხმარებლებს – ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებული გემოვნების, სტილის, ინტერესებისა და ცხოვრების სტილის მქონე ინდივიდები არიან.

განსხვავებული მოდელების მორგება ინდივიდუალური სტილის შესაბამისად არის შესაძლებელი. კოლექციაში შეხვდებით ამ სეზონისათვის დამახასიათებელ აქტუალურ მკვეთრ ფერებს: იასამნისფერს, მწვანეს და თეთრს. კოლექცია სხვადასხვა კონტრასტული ფერის ჰარმონიული სინთეზითაც გამოირჩევა, რომელიც მთლიანობაში დახვეწილ და ინდივიდუალურ დიზაინს ქმნის.


H&M-ის საცურაო კოსტიუმების 2022 წლის კოლექცია დამზადებულია მდგრადი მასალებისაგან, როგორებიცაა: გადამუშავებული პოლიესტერი, პოლიამიდი და ელასტინი. ბრენდის მთავარი მიზანია, რომ 2030 წლისათვის, კოლექციებში სრულად მდგრადი და გადამუშავებული მასალები იყოს გამოყენებული.
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ აღნიშნული მიდგომით, H&M ტანისამოსის წარმოების ბაზარზე სრულიად ახალ სტანდარტს აწესებს.


საცურაო კოსტიუმების კოლექციის პრეზენტაცია 4 ივნისს, თბილისის ზღვის იახტ კლუბში მოეწყო. H&M-ის ქართულმა წარმომადგენლობამ კოლექცია საგანგებო ღონისძიებით წარადგინა, რომელიც საპრეზენტაციო ნაწილის გარდა, გასართობ-გამაჯანსაღებელ აქტოვობებსაც აერთიანებდა. სტუმრებს მიეცათ საშუალება მთელი დღე გაეტარებინათ სასიამოვნო გარემოში, მიეღოთ რუჯი, გაესეირნათ იახტით და დასწრებოდნენ იოგას გაკვეთილს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო H&M-ის პირველი ღონისძიება, რომელიც ხანგრძლივი პანდემიური პაუზის შემდეგ ჩატარდა.
ახალი კოლექციის შეძენაშესაძლებელია H&M-ის ოფიციალურმაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს: „გალერია თბილისში“, „ისთ ფოინთსა“ და „სითი მოლში, საბურთალოზე“.