ხვალიდან 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის მოდის კვირეულების ციკლი იწყება. ტრადიციულად, ჯერ მამაკაცის კოლექციების ჩვენებები იმართება ლონდონში, მილანსა და პარიზში, რასაც ოტ კუტიურ მოდის კვირეული მოჰყვება, შემდეგ ნიუ-იორკში დიზაინერებს კვლავ მამაკაცის კოლექციები გამოაქვთ და მერე უკვე მოდის ოთხ მთავარ ქალაქში მიმდინარე სეზონის კოლექციების წარდგენა ქალის Ready to Wear კვირეულების ფარგლებში მარტში სრულდება.
გარდა იმისა, რომ არსებული პანდემია დიზაინერებს უმეტესობას აიძულებს კოლექციები განსხვავებული ფორმატით წარადგინონ, ამ სეზონზე ცვლილებებს ვხვდებით კალენდარშიც. კერძოდ, მამაკაცის მოდის კვირეულების სერია არა ლონდონში, არამედ მილანში დაიწყება და 15-დან 19 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. რაც შეეხება ლონდონის მოდის კვირეულს, ის 19-დან 23 თებერვლის ჩათვლით მოეწყობა და მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც ქალის, ისე მამაკაცის კოლექციები.
იხილეთ მილანის მამაკაცის მოდის კვირეულის განრიგი

რაც შეეხება პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულს, ის 19-დან 24 იანვრის ჩათვლით იგეგმება და მასში მონაწილე დიზაინერები კოლექციებს ამ სეზონზეც სხვადასხვა სახით წარადგენენ.
იხილეთ პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის განრიგი
