წლების განმავლობაში, წითელ ხალიჩასთან დაკავშირებული ეპატაჟი ქალებისთვის იყო დამახასიათებელი. ტრადიციულად, მამაკაცები უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენდნენ, როცა დახვეწილი, სადა, როგორც წესი, მუქი ფერის პიჯაკითა და შარვლით დგებოდნენ კამერების წინ. ისინი მარტივ გამოსავალს პოულობდნენ ერთგვარ უნიფორმად ქცეული კოსტუმის ტარებით, თუმცა ჯარედ ლეტო და ეზრა მილერი უკვე წლებია ჩარჩოების დამსხვრევას ცდილობენ და წითელ ხალიჩაზე სანახაობას გვთავაზობენ. 2019 წლის მეტ გალაზე მილერი ბარბერის ლუქით გამოჩნდა, ლეტოს გუჩი ეცვა.
ეზრა მილერი





ჯარედ ლეტო




