მერილინ მონროს ეფექტი სხვადასხვა ბრენდის შემოქმედებაში არაერთხელ გამხდარა შესამჩნევი. მათ შორის არის Max Mara, რომლის კოლექციის შთაგონებაც მსახიობის საკულტო პერსონა კიდევ ერთხელ გახდა.

მოდის სახლის კრეატიული დირექტორი იან გრიფითსი 2023 წლის წინა საშემოდგომო კოლექციის შექმნის პროცესში მონროს ნიუ-იორკში გატარებულ დროზე კონცენტრირდა. მსახიობის ცხოვრებიდან ელიზაბეთ უაინდერის წიგნში – „მერილინი მანჰეტენზე: მისი სიხარულის წელი“ აღწერილი ეს მნიშვნელოვანი პერიოდი დიზაინერის ინსპირაციის მთავარ წყაროდ იქცა. 

„რა მოხდებოდა [მერილინი] ნიუ-იორკში რომ დარჩენილიყო? რას ჩაიცვამდა დღეს?“ ამ შეკითხვებზე ფიქრით, ბრიტანელი დიზაინერი შეეცადა ნამუშევრებში მონროს ბოჰემური ცხოვრება გამოევლინა და, ამავდროულად, Max Mara-ს ცნობილი სტილის ახალი ვარიაციები შემოეთავაზებინა.

Max Mara Pre-Fall 2023