მეთიუ ბლაზიმ Bottega Veneta-სთვის შექმნილი თავისი სადებიუტო კოლექცია საზოგადოებას თებერვლის თვეში წარუდგინა. დღეს ბელგიელი დიზაინერის იტალიურ მოდის სახლში კრეატიულ დირექტორად დანიშვნის შემდეგ გადაღებული პირველი სარეკლამო კამპანიაც გავრცელდა.

კამპანიის კონცეფცია უნიკალურია. 41 გაშეშებული და მოძრავი კადრი რამდენიმე ახალგაზრდა ფოტოგრაფისა და კინემატოგრაფის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არის გადაღებული, დაწყებული მილანში ჩვენების კულისებიდან, დამთავრებული იტალიის კუტორტ სორენტოთი და ბელგიაში გამართული ჰორსტ ფესტივალით.

ეკრანების და ბანერების მიღმა, კამპანიის ფოტოები ხელმისაწვდომი იქნება წიგნის სახითაც. მისი მიღება ბრენდის მაღაზიებში უფასოდ იქნება შესაძლებელი.

“ბოტეგა ვენეტა ოსტატების კოლექტივის მიერ შეიქმნა. ეს არის ისტორია და კამპანიასაც ასე მივუდექით: ერთად, სხვადასხვა განსხვავებული ხედვის გაერთიანებით,” – განაცხადა მეთიუმ. “ბოტეგა ვენეტა თავისი არსით პრაგმატულია, რადგან ტყავის ნაწარმის კომპანიაა. … ის უფრო მარადიული სტილია, ვიდრე მოდა. ეს მისი ჩუმი ძალის ნაწილია.”

იხილეთ ფოტოები

SOLÈNE GÜN
LOUISE & MARIE THORNFELDT, SOLÈNE GÜN
MALICK BODIAN, LOUISE & MARIE THORNFELDT. 
SOLÈNE GÜN, MALICK BODIAN
SOLÈNE GÜN, LOUISE & MARIE THORNFELDT
LOUISE & MARIE THORNFELDT, SOLÈNE GÜN
SANDER MUYLAERT, LOUISE & MARIE THORNFELDT
LOUISE & MARIE THORNFELDT, SOLÈNE GÜN
LOUISE & MARIE THORNFELDT, SOLÈNE GÜN