17 წლის ქართველმა მოდელმა – მატილდა გვარლიანმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში მიიღო მონაწილეობა. ის იტალიური მოდის სახლის Valentino-ს ახალგაზრდული ხაზის REDValentino-ს კამპანიაში მონაწილეობს. ვიდეო და ფოტომასალა გავრცელდა, როგორც ბრენდის ოფიციალურ საიტზე, ასევე სოციალურ ქსელში.
მატილდამ, მიუხედავად ასაკისა, უკვე არაერთ მნიშვნელოვან კარიერულ წარმატებას მიაღწია. ადგილობრივ მოდის ინდუსტრიაში, ის თითქმის ყველა წამყვან დიზაინერთან თანამშრომლობს და ადგილობრივი სამოდელო სფეროს ერთ-ერთ გამოკვეთილ სახედაც მიიჩნევა. რაც შეეხება საერთაშორისო წარმატებას, REDValentino-სთან თანამშრომლობამდე, გვარლიანი რამდენიმე ცნობილი მოდის სახლის და ბრენდის ჩვენებასა და კამპანიაში ვიხილეთ, მათ შორის აღსანიშნავია Fendi.