Emporio Armani-მ 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანია გაავრცელა, რომელშიც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც გვხვდება.

კამპანია განსაკუთრებით სახალისო და ღიმილის მომგვრელია, რადგან მასში მოდელებთან ერთად ძაღლებიც მონაწილეობენ. ის გრეგორი ჰარისმა გადაიღო, სტილისტად კი ლუდივინ პოიბლანკმა იმუშავა.

“Emporio Armani წარმოგიდნენთ ახალ მხიარულ სარეკლამო კამპანიას: სასიყვარულო წერილს ადამიანის საუკეთესო მეგობრისადმი, რომელიც უფრო და უფრო აქტიურად ხდება ჩვენი ცხოვრების ნაწილი და ჩვენთან ერთად იზიარებს ყველა მომენტს.”

ვკითხულობთ პრეს-რელიზში

Emporio Armani შემოდგომა/ზამთარი 2022/23