მარკ ჯეიკობსმა ნიუ-იორკის მოდის კვირეული ტრადიციულად დახურა და ამჯერად (ვინაიდან ტომ ფორდმა კოლექცია ლოს-ანჯელესში წარადგინა) ნიუ-იორკის მოდის კვირეულის უპირობო ტრიუმფანტი გახდა.
კოლექცია მარკ ჯეიკობსის signature look-ებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა ამის მიუხედავად მოულოდნელი იყო მაილი საირუსის, ლია კებედეს, კარლი კლოსისა და ფორმებიანი ალექსის რუბის კიდევ ერთხელ ხილვა პოდიუმზე , რა თქმა უნდა, “ჩექმა-შარვლებთან” ერთად. როგორც ჩანს, მარკს ნოსტალგია მხოლოდ უჩვეულოდ შორეული 90-იანების გლამურული გრანჟის, ან 60-იანების უმანკო ჟაკლინ კენედის მიმართ არ აქვს.
ჩვენების დაწყებამდე რამდენიმე წამიანი კამეო ამერიკელ მოცეკვავეს კაროლ არმიტაჟს ჰქონდა. კაროლის გამოჩენა ნამდვილად საინტერესო და რეზონანსული იყო, 80-იანებში მას “punk ballerina”-ს უწოდებდნენ. Punk Ballerina – თითქმის იდეალურად ერგება მარკ ჯეიკობსის კოლექციების ზოგად იდეას, არა?
ლუქები საკმაოდ სადა და დაბალანსებული იყო, როგორც სტილისტურად, ასევე სიმეტრიულად. არანაირი ასიმეტრიული/დიაგონალური ჭრები ან ცხოველის პრინტი, თუმცა მდიდრული მაღალი მოდისებრი კაბების ჩართვის გარეშე მარკისთვის კოლექცია შემდგარი არ იქნებოდა. მარკი ხომ ადამიანი-დღესასწაულია, მუდამ მომღიმარი და იუმორის კარგი გრძნობით. როგორც მან ერთხელ თავად თქვა, “მოდას ახლა ირონია სჭირდება”, ეს კი ყველას კარგად არ გამოსდის, ხოლო მარკს კი – არ აქვს მნიშვნელობა როდის არის მოცემული “ახლა” – მოდაში ირონია შემოაქვს ისე, როგორც არავის სხვას, სწორედ მისი იუმორის და ირონიის გრძნობის მეშვეობით.
თმა და მეიქაფიც საკმაოდ კლასიკური – timeless – იყო, შავი ლაინერი და წითელი ტუჩსაცხი ასევე წითელ ბერეტთან დაწყვილებული, მიუხედავად მონოქრონული babushka თავსაფრებისა საწუწუნო ნამდვილად არაფერია – როდესაც თამაშში გვიდო პალაუ და პეტ მაკგრეთი ერთვებიან.
ჩვენების ვიდეო