2019 წლის მონაცემებით ჟურნალი ვოგი 23 ქვეყანაში გამოიცემა. მოდის ბიბლიას საერთაშორისო მკითხველი ჰყავს,თუმცა  ვოგის რედაქტორები ვალდებულები არიან, რომ შიდა ბაზარი გაითვალისწინონ, როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. მაშინ როდესაც ბრიტანული ვოგი სექტემბრის ნომრისთვის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალ წევრს იწვევს, ხოლო ამერიკული ვოგის ყდაზე ტეილორ სვიფტს ვხედავთ, ვინ შეიძლება იყოს ავსტრალიური ვოგის სექტემბრის ქავერ ვარსკვლავი, თუ არა მარგო რობი? მომენტის ყველაზე აქტუალური ავსტრალიელი ქალი მშობლიური ვოგის წლის ყველაზე მნიშვნელოვან ყდას ამშვენებს.  კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმით და შანელის მოდის სახლთან კოტრაქტით ახლა მარგო კარიერულ მწვერვალზე იმყოფება. ავსტრალიური ვოგის გარეკანზე ვკითხულობთ, რომ მარგოსთან ინტერვიუ სწორედ კვენტინ ტარანტინომ ჩაწერა. ინტერვიუს წასაკითხად ეწვიეთ ავსტრალიური ვოგის ოფიციალურ საიტს: Vogue.com/ua/Quentin Tarantino-interviews Margot Robbie

Vogue ავსტრალია სექტემბერი 2019: მარგო რობი, ფოტოგრაფი: Mario Sorrenti, სტილისტი: Christine Centenera.