ჩვენ ვაგრძელებთ სილამაზის ეპოქალური ისტორიის სერიას. ვიზაჟისტმა ქეთო ჩანთაძემ Fashionholic Online-ის მკითხველისათვის, ამჯერად, ის მაკიაჟი გააცოცხლა, რომელიც ძველ საბერძნეთში სრულყოფილი ვიზუალის სტანდარტად მიიჩნეოდა. ბერძნული მაკიაჟი საკმაოდ მკვეთრი და გამბედავია.
სანამ დეკორატიულ კოსმეტიკაზე გადავალთ, უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბერძენი ქალები საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კანის მოვლას. ამ პროცესს ადგილობრივი პროდუქტებიც უწყობდა ხელს. კანის დამატენიანებელ საშუალებად თაფლი და ზეითუნის ზეთი გამოიყენებოდა, რომლებიც უნიკალური თვისებების გამო, დღემდე გვხვდება ძვირადღირებული ბრენდების პროდუქტების შემადგენლობაში.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრენდი, რასაც დიდგვაროვანი ბერძენი ქალები პირველ ადგილზე აყენებდნენ, იყო თეთრი და ნათელი კანი. ვიზუალური შედეგისათვის, ისინი ხშირად მოიხმარდნენ ცარცს და ტყვიას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნივთიერებები ტოქსიკური მოქმედების გამო, რეალურად საკმაოდ მავნე და საშიშია კანისათვის.

რაც შეხება ტრენდებს, ეგვიპტის მსგავსად, შეღებილი თვალები და ტუჩები ამ შემთხვევაშიც მაღალი კლასის კუთვნილებას გამოხატავდა. წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენელი ქალები დამახასიათებელ მაკიაჟს ყოველდღიურად ატარებდნენ. ლაინერად გამოიყენებდნენ ბუნებრივ სუბსტანციას, რომელიც ზეითუნის ზეთისა და ნახშირს ნაზავი იყო. ტუჩსაცხს კი, წითელი რკინის ოქსიდის ფიჭაში შერევით იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ასე დამზადებული ტუჩის შეფერილი ბალმი საკმაოდ მკვეთრი იყო და დიდხანსაც ძლებდა ტუჩზე.
ძველბერძნულ მაკიაჟზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი საინტერესო დეტალი – გადმოცემის თანახმად, ბერძნები სახის მოხატვის ტექნიკის შესასწავლად ხშირად იტაცებდნენ ეგვიპტელებს. ეს ისტორია კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ სახელმწიფოში მაკიაჟის ხელოვნებას.

ქეთო ჩანთაძის სხვა ნამუშევრების სანახავდ ეწვიეთ მის ინსტაგრამის გვერდს
აქსესუარები: Pearls And Cashmere