რეჟისორი ლუკა გუადანინო ჰოლივუდის საკულტო მსახიობზე, ოდრი ჰეპბერნზე მხატვრულ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. დაანონსებულ ფილმში, ჰეპბერნის როლს რუნი მარა შეასრულებს.

ფილმი Apple Tv-ის პროექტია. გარდა მთავარი როლის შესრულებისა, რუნი მარა კინოსურათის პროდიუსერიც იქნება. ამ ეტაპზე, სიუჟეტი მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა, რეჟისორის ამპლუაში გუადანინოს წარდგენა მაყურებლებსა და კინომიმომხილველ მედიაში დიდ ინტერესს და მოლოდინს აჩენს.

ჰეპბერნი გასული საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად მიიჩნევა. ის გავლენიანი იყო არა მხოლოდ კინოინდუსტრიაში, არამედ მოდის სამყაროშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ხანგრძლივი თანამშრომლობა და მეგობრობა დიზაინერ იუბერ დე ჟივანშისთან.