ლუი ვიტონმა 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიიდან პირველი ფოტოები გამოაქვეყნა.
WWD -ს ექსკლუზიური სტატიიდან ცნობილი ხდება, რომ ახალი კამპანია ბრენდის ქალის ხაზის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ნიკოლა ჟესქიერმა გადაიღო.
ფრანგმა დიზაინერმა ფოტოგრაფის როლი პირველად შეითავსა. ნიკოლამ ფოტოები პარიზში, საკუთარ სტუდიაში გადაიღო. კამპანიის სახეებს შორის ჟესქიერის საყვარელი მოდელები და მეგობარი ვარსკვლავები არიან.

Louis Vuitton შემოდგომა/ზამთარი 2020
კამპანიაში მონაწილეობენ: Léa Seydoux, Marina Foïs, Noémie Merlant, Akon Changkou, Stacy Martin, Dina Asher-Smith, Lous and the Yakuza, Sora Choi, Mariam de Vinzelle.
ფოტოგრაფი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი: Nicolas Ghesquière








