ზარა ნიუ-იორკში, ჰადსონ იარდში ახალ მაღაზიას ხსნის

ზარას მაღაზია მანჰეტენის უახლეს სამეზობლოში, ჰადსონ იარდში პარასკევს, 15 მარტს  გაიხსნა. ახალი მაღაზია 2100 კვადრატულ მეტრს იკავებს და 2 სართულზე ვრცელდება. მაღაზია მამაკაცისა და ქალის კოლექციებს გამოიტანს გასაყიდად. ზარამ მაღაზია პარიზშიც გახსნა დეკემბეში.

ახალი მაღაზია მინიმალისტურია, შეიცავს შუშის კედლებს და უფრო პრაქტიკულია.

ზარა ამერიკულ ბაზარზე პირველად 1989 წელს გამოჩნდა, როდესაც მისი მაღაზია ნიუ იორკში, ლექსინგტონ ავენიუზე გაიხსნა. ზარა ამერიკაში 100-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. 2018 წელს კომპანიის გაყივები 2%- ით გაიზარდა 3,44 მილიარდ ევრომდე, ხოლო ამავე წლის ბოლოს მსოფლიოს გარშემო 1881 მაღაზია ჰქონდა.

დიორმა კაფსულა კოლექცია პირველად წარადგინა დუბაიში

იტალიელი დიზაინერი მარია გრაცია ქიური ბრენდის ისტორიაში ერთადერთი ქალი კრეატიული ხელმძღვანელია. მან კაფსულა კოლექცია წარადგინა, რომელიც იმ მოტივებზე დაყრდნობით შეიქმნა, რომელიც კრისტიან დიორმა გახადა პოპულარული.

‘’ამ შოუსთვის ლიმიტირებული კოლექცია შევქმენით, რომელიც 15 აუცილებელ ნივთს შეიცავს. რამდენჯერაც ახალ ქვეყანას ვსტუმრობთ, იმდენჯერ ეს ადგილი გარკვეულ შთაგონებას გვაძლევს. როდესაც დუბაიზე ფიქრობ, წარმოიგენ ადგილს სადაც მზეა, ამიტომ უფრო მეტი ფერი, განსხვავებული ტექნიკა და ფორმები გამოვიყენეთ’’- განაცხადა დიზაინერმა.

ლუქები დიორის კაფსულა კოლექციიდან

პარიზის მოდის კვირეულზე წარდგენილი შოუს მსგავსად, დუბაის პოდიუმიც ცირკით იყო შთაგონებული, კოლექციაში ვხვდებითსბალერინას ქვედაბოლოებსა და საცირკო წამოდგენისთვის დამახასიათებელ პიჯაკებს- ნიშანი ქალების ერთიანობისა:

‘’ცირკში განსაკუთრებით ჩანს, რადგან ყველა ქალი ერთად მოქმედებს, ისინი ერთმანეთს ენდობიან, სხვაგავრად წარმოუდგენელია მოქმედების შესრულება.’’

კოლექციაში წარდგენილი ქუდები სტეფან ჯონსმა შექმნა. მარია გრაცია ქიურიმ ასევე აღნიშნა, რომ თმის დამალვვა ქუდების ქვეშ გადაწყვიტა, რადგან ყურადღება ტანსაცმელისკენ ყოფილიყო მიმართული.

‘’რაც უფრო მეტს ვმოგზაურობ, მით უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ქალები მსოფლიოს გარშემო ერთნაირები არიან, შესაძლოა განსხვავებული გემოვნება აქვთ, მაგრამ მსგავსება პიროვნულობაშია ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც.’’- განაცხადა დიორის კრეატიულმა ხელმძღვანელმა.

Diesel-ის აღმასრულებელი ხელმძღვნელი თანამდებობას ტოვებს

ახლა Diesel – ს განსაკუთრებით რთული დრო უდგას, ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიური ბრენდის ამერიკული უნიტი გაკონტრდა, რასაც, შესაბამისად, ბრენდის მთავარი აღმასრულებელის მიერ პოზიციის დატოვება მოჰყვა.

მარკო აგნოლინი – Diesel CEO

Bershka-ს ყოფილი მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომელიც ამავე პოზიციას იკავებდა Diesel-შიც 2017 წლის დეკემბრიდან. როგორც ცნობილია, მარკო აგნოლინი პოზიციას 28 მარტს დატოვებს.  გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 2,4%-ით, 1,52 მილიარდი ევროთი შემცირდა. მარკოს გადაგომიდან, რამდენიმე თვით ადრე Diesel კრეატიულმა ხელმძღვანელმა, ნიკოლა ფორმიკეტიმაც დატოვა.

ნიუ-იორკი 2021 წლისთვის ბუნებრივი ბეწვის გამოყენებას სამუდამოდ აკრძალავს

ბუნებრივი ბეწვის გამოყენება უფრო და უფრო ნაკლებად მისაღები ხდება, ამიტომ ნიუ-იორკმა გადაწყვიტა ბეწვის გამოყენება კანონით აკრძალოს. New York Post აცხადებს, რომ ბეწვის გამოყონების საწინააღმდეგო კანონპროექტის მიხედვით ნიუ-იორკში 2021 წლისთვის  ბეწვის წარმოება და გაყიდვა კანონით დასჯადი გახდება.

მნიშვნელოვანი ბრენდების ნაწილმა უკვე უარი განაცხადა ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე. ეს ბრენდებია: ბარბერი, ვერსაჩე, მაიკლ კორსი, გუჩი, არმანი, სტელმა მაკარტნი და სხვები.

ლუი ვიტონისა და გუჩის წარმატების შემდეგ პრადა ჩინეთის ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს

პრადას აქციების ფასი რეკორდულად დაეცა- პრადა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებას განიცდის. მოგეხსენებათ ჩინეთი ფუფუნების საგნების ყველაზე დიდი ბაზარია. სწორედ ჩინელები შეადგენენ მყიდველების მესამედს. კომპანიას კი უჭირს კონკურენციის გაწევა ბაზარზე არსებულ ბრენდებთან.

2016 წელს პრადას აქციების ფასი 10%-ით შემცირდა, რაც ბრენდს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იყო, დღევანდელი მონაცემებით კი აქციების ფასი 11%-ით, 864 მილიონი დოლარით შემცირდა.

გასულ წელს პრადას გაყიდვებში 8%-იანი ზრდა ჰქონდა, თუმცა წლის მეორე ნახევარში კომპანიის გაყიდვები შემცირდა, რადგან ჰონგ-კონგსა და მაკაოში პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა იანის გაუფასურების გამო.

კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ჩინეთის ბაზარზე  უკეთესი მუშაობა სჭირდებათ.

მას შემდეგ, რაც ჩინეთის ვალუტა გაუფასურდა მყიდველები ნაკლებ უცხოურ პროდუქციას იძენენ, მაგრამ სხვა ბრენდები მაინც ახერხებენ წარმატების მიღწევას ბაზარზე. LVMH-მა, რომელიც ისეთი ბრენდების მფლობელია, როგორიცაა ლუი ვიტონი და დიორი, გაყიდვების ჩანაწერები გამოაქვეყნა და მოგების 20%-იანი ზრდა აჩვენა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრადა მის კონკურენტებს ჩამორჩა, რადგან ინვესტიციები არ ჩაუდია. კომპანიას მუშაობა მოუწევს, რათა ბაზარზე ისეთ ბრენდებს გაუწიოს კონკურენცია, როგორიც გუჩია, რომელსაც Kering ფლობს. პრადასთვის აუცილებელია ახალგაზრდა მომხმარებლებთან ურთიერთობის დამყარება და ბრენდის პროდუქციის მილენილანებზე მორგება.