„მე მინდოდა თავი ფერებით გამომეხატა. ახალგაზრდობაში მხოლოდ შავი მეცვა და არასდროს მესმოდა, როცა ზოგიერთები მეუბნებოდნენ, რომ შავი არ მოსწონთ. მაგრამ შემდეგ მივხვდი, ფერები უფრო სასიამოვნოა!“  მხოლოდ 6 თვეა გასული ვიქტორია ბექჰემის ამ ინტერვიუდან, თუმცა ვიქტორიამ მრავალფეროვანი ფერებისგან სიამოვნების მიღება უკვე შეწყვიტა. ინგლისელმა დიზაინერმა და მომღერალმა 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია 8 შავი ლუქით გახსნა.

Victoria Beckham შემოდგომა/ზამთარი 2020 – ლონდონის მოდის კვირეული

Vogue Runway
Vogue Runway

ვიქტორიას 2020 წლის შემოდგომა/ზამთარი შესაძლოა იყოს პირველი კოლექცია, რომლის ლუქების უმრავლესობაში თავად ვიქტორიას წარმოდგენა რთულია. შემოთავაზებული სამოსის სილუეტები, ფორმები და ქვედაბოლოების სიგრძე ნაკლებად ასოცირდება ვიქტორიას პერსონალურ სტილთან, რაც კოლექციას დამაბნეველს ხდის.

ამ სეზონზე მთავარი განაცხადი ტყავის მჭიდროდ მომდგარი ჩექმებია, რაც ასევე უჩვეულოა ბრენდისგან, რომელიც ფეხსაცმელებთან ნაკლებად ასოცირდება.

„მომწონს რამდენად სექსუალურია მჭიდრო ჩექმა. ვფიქრობ, ძლიერი განაცხადია.“ – ვიქტორია ბექჰემი.

დიზაინერმა კოლექციის შთაგონების წყაროდ პენელოპე თრი და მარისა ბერენსონი დაასახელა.

Vogue Runway
Vogue Runway
Vogue Runway

ჩვენებას ესწრებოდნენ ვიქტორიას მეუღლე და შვილები. ვარსკვლავური ოჯახი შოუს წინა რიგიდან ადევნებდა თვალს. მათ გვერდს ბრიტანული და ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორები, ანა ვინტური და ედვარდ ენინფული უმშვენებდნენ.

ვიქტორია ჩვენების ფინალში თავისი “Signature Look”- ით გამოჩნდა, მაღალი ქუსლები, გრძელი და მაღალწელიანი შავი შარვალი და თეთრი პერანგი.

ვიდეო