ამერიკაში კორონავირუსის პანდემიის აფეთქების შემდეგ, პირველი დიდი ლაივ კონცერტი გაიმართა, რომელზეც მუსიკალური სამყაროს ცნობილი ვარსკვლავები ვიხილეთ. MTV VMA Awards – ის გუშინდელ საღამოზე, ტრიუმფატორებს შორის იყო Lady Gaga, რომელიც 2009 წლიდან დაჯილდოების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. მისი 2010 წლის „ხორცის კაბა“ MTV VMA Awards – ის ისტორიაში ყველაზე განხილვადი წითელი ხალიჩის მომენტია, რომელზეც დღემდე საუბრობენ.
ლედი გაგა 2020 წლის დაჯილდოებაზე 9 ნომინაციაში იყო წარდგენილი, საიდანაც ხუთში გაიმარჯვა: წლის არტისტი, წლის სიმღერა (“Rain On Me”), წლის საუკეთესო კოლაბორაცია (“Rain On Me”), პირველი MTV Tricon Award, წლის საუკეთესო კინემატროგრაფია მუსიკალურ ვიდეოში.

9 ნომინაციის და 5 ჯილდოს მფლობელი არტისტი სცენაზე მრავალფეროვანი და მისთვის დამახასიათებელი ეპატაჟური ლუქებით გამოჩნდა. ცნობილია, რომ გაგამ დაჯილდოებისთვის თავის ყველაზე ცნობილ სტილისტთან და დიზაინერთან, ნიკოლა ფორმიჩეტისთან ითანამშრომლა. ვიზაჟისტი გახლდათ Sarah Tanno, ხოლო ვარცხნილობის სტილისტი – Frederic Aspiras.
ამ ფოტოებში ლედი გაგას Candace Cuoco-ს ვერცხლისფერ მოსაცმელში, Valentino -ს ოტ კუტიურში და Lance V Moore -ს სახის ნიღაბში ვხედავთ.
კვლავ Valentino -ს ოტ კუტიური და Andre 1 – ს ფეხსაცმელები. ვარსკვლავი ვალენტინოს სუნამოს სახედ დასახელდა, რომლის რეკლამას სექტემბრში ვიხილავთ.

ჰოლანდიელი დიზაინერის, Iris van Herpen – ის ოტ კუტიური.
Christopher John Rogers -ის მწვანე კაბა.

Smooth Technology – ს ციფრული ნიღაბი.

განხილვადი ახალი ბრენდის, Area – ს კოსტიუმი და Pleaser – ის ფეხსაცმელები.

BCALLA – ს სამოსი და Saint Laurent – ის ფეხსაცმელი.
