სტილისტი და ამჟამინდელი მოდის განყოფილების დირექტორი ჟურნალში, კრისტინ სენტენერა ავსტრალიური ვოგის მთავარ რედაქტორად დაინიშნა. განცხადებას აწ უკვე ყოფილი მთავარი რედაქტორი, ედვინა მაკკენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. “მე და კრისტინი ერთად 13 წელზე მეტია ვმუშაობთ და ჩემთვის ბუნებრივი არჩევანი იყო დამესახელებინა ის, როგორც ჩემი შემცვლელი.”
ამავე განხცადებაში მაკკენმა აღნიშნა, რომ ჟურნალიდან არ მიდის: “მე განვაგრძობ მუშაობას, როგორც ჟურნალის გამომცემი და აღმასრულებელი რედაქტორი, ეს ცვლილება მომცემს საშუალებას ვფოკუსირდე ჩვენი საქმიანობის გაფართოებაზე და News Corp Australia-სა და Conde Nast-ის სხვა გამოცემებზე.” (იგულისხმება GQ Australia და Vogue Living).
კრისტინის რედაქტორობით პირველი ნომერი 2023 წლის მარტში გამოიცემა.