კოსმეტიკური გიგანტი რევლონი გაკოტრების შესახებ მომდევნო კვირაში განაცხადებს, იუწყება BOF. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შიდა ანონიმური წყაროების მიხედვით ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, რევლონის გაყიდვები ყველა დროის ყველაზე დაბალ მაჩვებელზეა.

კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ კომენტარზე უარი განაცხადა.
გაკოტრების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, რევლონის აქციები 53%-ით დაეცა.
BOF-ის განცხადებით, რევლონი ახლა ვეღარ უწევს სათანადო კონკურენციას სილამაზის ინდუსტრიის გიგანტს, Estée Lauder Cos.-ს, თუმცა რევლონის გაყიდვები პანდემიამდეც საგრძნობლად ეცემოდა.
რევლონს 3 მილიარდზე მეტი ოდენობის ვალი აქვს, წლიური ხარჯი კი 248 მილიონს აჭარბებს. კომპანია ახლა კრედიტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი ალბათობით, მალე ახალი მფლობელები ეყოლება.
რევლონის დაქვემდებარებაში 15-ზე მეტი ბრენდია, მათ შორის Elizabeth Arden და Elizabeth Taylor, რომლებიც 150-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.