7 ოქტომბერს კიევში ახალი მნიშვნელოვანი ინიციატივის პრეზენტაცია შედგა. უკრაინის დედაქალაქმა ხელოვნებისა და მოდის ფესტივალს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლა.

Kyiv Art & Fashion Days წელს პირველად გაიმართა და ამიერიდან ის წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩატარდება.

© Vogue UA

“ჩემი მიზანია კიევი ხელოვნების და მოდის ცენტრად ვაქციო, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ეწვევიან როგორც ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები, ისე ცნობილი ადამიანები, უცხოური მედიის და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს თავიანთ იდეებს გაუზიარებენ და მათ განსახორციელებლად ერთად იმუშავებენ,” – ამბობს უკრაინული ვოგისთვის მიცემულ ინტერვიუში პროექტის ორგანიზატორი სოფო ჭყონია. “როგორც უცხოელმა, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ კიევი მომავლის ქალაქია.”

მულტიდისციპლინური პლატფორმა ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს და საერთაშორისო პროექტს წარმოადგენს. პირველი გამოშვების მონაწილეებს შორის იყვნენ: GUDU, ARTEMKLIMCHUK, Lake Studio, Situationist, ფოტოგრაფი დავით გიორგაძე, ჯული პოლი და სახელოვნებო კოლექტივი Fungus