რამდენიმე დღის წინ, კენდალ ჯენერმა ინსტაგრამის გამომწერებს აცნობა, რომ ტეკილას გამოშვებას გეგმავს – Drink818-ზე კენდალი 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. ტეკილას სახელი “818” სან ფერნანდინოს ქუჩის კოდია, სადაც კენდალი გაიზარდა და რომელიც ლოს ანჯელესში, კერძოდ კალაბასასში მდებარეობს. კომპანია ტეკილის 3 ნაირსახეობის გამოშვებას აპირებს, ესენია: “Añejo Tequila,” “Reposado Tequila” და “Blanco Tequila.”.

კენდალს ბევრმა მეგობარმა და ცნობილმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, თუმცა, როგორც ყოველთვის, ინტერნეტ მომხმარებლებს ეს არ მოეწონათ. ტვიტერსა და ინსტაგრამზე კენდალს უამრავი ადამიანი სდებს ბრალს მექსიკური კულტურის მისაკუთრებასა და დაუფასებლობაში. ისინი ხალხს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ტეკილის მწარმოებელ მცირე კომპანიებს.

“კენდალ ჯენერი, რომელმაც არ იცის არაფერი მექსიკური კულტურის შესახებ, აარსებს ტეკილის ბრენდს?! 818 კალაბასასი არ არის. ეს შეეძლო ნებისმიერ თეთრკანიან ქალს გაეკეთებინა – ფული ეშოვა ლათინური კულტურის გამოყენებით.” ამბობს ერთ-ერთი ტვიტერის მომხმარებელი.

ბევრი ადამიანი აკრიტიკებს ჯენერის ტეკილას დასახელებსაც, გრამატიკულად სწორი ფორმა Tequila Blanco-ა, და არა Blanco Tequila. “სასაცილოა, რომ კენდალ ჯენერი 4 წელიწადს ანდომებს “იდეალური” ტეკილას შექმნას და მაინც არასწორ სახელს არქმევს. “Blanco Tequila” რა ჯანდაბაა?” კენდალის ინსტაგრამ პოსტის ქვეშ მსგავსი ბევრი კომენტარია.

კარდაშიან-ჯენერების მოღვაწეობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მათ კულტურულ მისაკუთრებაში სდებენ ბრალს. რამდენიმე წლის წინ, როდესაც კიმ კარდაშიანი სხეულის მაკორექტირებელი საცვლების კომპანიას აარსებდა, მან ბრენდის სახელად კიმონო შეარჩია, რითაც იაპონელი ხალხისა (მათ შორის კიოტოს მერი) და ინტერნეტ-მომხმარებლები ძალიან გააბრაზა, საბოლოოდ კიმმა კომპანიას SKIMS დაარქვა.

აღსანიშნია, რომ ბევრ თეთრკანიან ცნობილ ადამიანს აქვს ტეკილას მწარმოებელი კომპანიები, მაგალითად ნიკ ჯონასს და ადამ ლევინს, თუმცა მათ მიმართ კრიტიკა არასდროს არ გაჟღერებულა.