მეტ გალა მაისის პირველ ორშაბათს, 6 მაისს გაიმართება. გამოფენის კურატორებმა წლევანდელ თემად სუსენ სონგეტის 1964 წელს დაწერილი ესე ‘’ჩანაწერები კემპზე’’ აირჩიეს. კემპის მეტ გალას თემად გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, რეი კავაკუბომ სუსენ სონტეგის ესით შთაგონებული კოლექცია წარადგინა და ჩვენებას ‘’Comme des Garçons Camp’’ უწოდა. კავაკუბო ჩვენებამდე მოდის კრიტიკოსებს რამდენიმე სიტყვიან შეტყობინებებს უგზავნის, კომ დე გაღსონის A/W 2018 ჩვენებისთვის კი 35 წლის განმავლობაში პირველად მეილის საშუალებით ახსნა, თუ რა იდგა კოლექციის მიღმა:
‘’სუსენ სონტეგი შემოქმედებით მოძრაობაზე და სენსიტიურობაზე, კემპზე წერდა. ამ ხედვასთან იდენტიფიცირებას ვახდენ. კემპი არ არის რაღაც ზედმეტად გაზვიადებული, ჩვეულებრივი, არასერიოზული ან ცუდი გემოვნების. კოლექცია ამ გრძნობიდან გამომდინარეობდა, პირიქით, კემპი მართლა ღრმა და ახალია, ის წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც გვჭრდება. მაგალითად, ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული სტილი არსებობს, როგორიცაა თუნდაც პანკი, რომელმაც დღესდღეობით მისთვის დამახასიათებელი მეამბოხე სული დაკარგა. ვფიქრობ, კემპს შეუძლია გადმოსცეს რაღაც ღრმა და პროგრესის საფუძველი გახდეს’’.
სცენის განათებები, წითელი ფარდები – ჩვენების გარემო თეატრის ასოციაციებს გაგიჩენდათ. კოლქცია 16 ლუქისგან შედგებოდა. მოდელები ბრჭყვიალა კოსებითა და სამ სართულიანი კარეებით ჩნდებოდნენ, მათზე კომ დე გაღსონის განუყრელმა თმის სტილისტმა ჟულიენ დისმა იზრუნა. ერთ-ერთი მოდელი ყვივილის ფორმის სამოსში გამოჩნდა, ერთიც კი ტიულესა და ბადისებრი ნაჭრის რამდენიმე ფენას ატარებდა ბალერინებისთვის დამახასიათებელი ქვედაბოლოს ზემოდან. პლატფორმიანი ბოტასები კი კომ დე გაღსონისა და ნაიკის კოლაბორაციით შეიქმნა.
სუსენ სონტეგი თავის ესეში წერდა: ‘’კემპს უყვარს გაზვიადება, უჩვეულობა. კემპი არის საგნების ისეთებად ყოფნა, როგორებიც არ არიან’’ , კოლექციაშიც სილუეტები გაზვიადებული და უჩვეულო იყო, სამოსი რამდენიმე და თან განსხვავებული ნაჭრებისგან შედგებოდა. ყვავილები, კოპლები, ლეოპარდის იასანმისფერი და ცისფერი პრინტები – მათი ფენები დიდი ზომის მოცულობებს ქმნიდა.
ჩვენების ბოლოს მოდელები ხელი-ხელ ჩაკიდებულნი ღიმილით გამოვიდნენ. კავაკუბოს A/W 2018 სეზონზე ფორმალურობაზე უარი თქვა და ჩვენება ზეიმად გარდაქმნა. კემპიც სწორედ ამას გულისხმობს – ზეიმს და სიამოვნების მიღებას.
ჩვენების სრული ჩანაწერი: