კარლი კლოსმა გადაწყვიტა Victoria’s Secret დატოვოს. ახალი თაობის სუპერმოდელმა ამ თემაზე ბრიტანული Vogue-ს აგვისტოს ნომერში ისაუბრა.

კარლიმ VS-ის შოუზე პირველად 2011 წელს გაიარა, 2014 წლამდე იღებდა მონაწილეობას შოუში, 2013-ში ანგელოზის სტატუსი მიიღო. პაუზის შემდეგ 2017 წელს დაბრუნდა და ეს იყო მისი ბოლო შოუ VS-ისთვის.

Victoria’s Secret Fashion Show 2011

“გადავწყვიტე, Victoria’s Secret-თან მუშაობა შევწყვიტო, რადგან ვიფიქრე, რომ ეს არ არის იმიჯი, რომელიც სრულად ირეკლავს, თუ ვინ ვარ და რა მესიჯი მინდა გავუგზავნო ახალგაზრდა გოგონებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ლამაზი.”

“ვფიქრობ, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი ჩემთვის, რომ ძალაუფლების სადავეები ამეღო როგორც ფემინისტს, მქონოდა საკუთარი არჩევანის გაკეთებისა და საკუთარი სათქმელის თქმის შესაძლებლობა ან იმ კომპანიების მეშვეობით რომლებისთვისაც ვმუშაობ, ან იმ იმიჯით, რომლითაც მსოფლიოს წინაშე წარვსდგები.”

Victoria’s Secret Fashion Show 2012

“ვფიქრობ, ადრე მეშინოდა სამსახურისა და ჩემი პოზიციის დაკარგვის, თუ ვიტყოდი, რომ არ მინდოდა რაღაცის გაკეთება. თუმცა სამუშაო არ დამიკარგავს. რაც უფრო მეტად ვვარჯიშობ საკუთარი ხმის ძალისთვის მით მეტ პატივისცემას ვიღებ ჩემს ირგვლივმყოფებისგან და საკუთარი თავის მიმართაც მეტი პატივისცემა მაქვს.”

“მხოლოდ ახლა მაქვს თავდაჯერებულობა, რომ ჩემი სრული სიმაღლით დავდგე და ვიცოდე ჩემი ხმის ძალა. ძალიან ამბიციური და მომართული ვარ, ბევრი დიდი რამ არის რისი გაკეთებაც მინდა. თუმცა, ამავე დროს, მინდა ბედნიერი ვიყო იმ ადამიანებთან ვინც მიყვარს და ვუყვარვარ. მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში ბედნიერება მქონდეს.”

Victoria’s Secret Fashion Show 2014

კარლმა ისაუბრა ჯოშუა კუშნერზე დასაქორწინებლად იუდაიზმის მიღებასთან დაკავშირებითაც:

“საკმარისი არ იყო მხოლოდ ჯოშუას სიყვარული და ამ გადაწყვეტილების მის გამო მიღება. ეს ჩემი ცხოვრებაა და დამოუკიდებელი, ძლიერი ქალი ვარ. მხოლოდ მრავალი წლის სწავლოსა და ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან საუბრის და საკუთარი სული ძიების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სრულად მიმეღო იუდაიზმი ჩემს ცხოვრებაში და დამეწყო მომავლის დაგეგმვა იმ კაცთან, რომელზე დაქორწინებაც გადავწყვიტე.”