სილამაზის სტანდარტები დროსთან ერთად იცვლება, თუმცა, ჯანსაღი კანის მნიშვნელობა უცვლელია. იდეალურ კანს არ განსაზღვრავს მხოლოდ ჩვენი გენეტიკა – მასზე გავლენას ახდენს ყოველდღიური ჩვევები, ცხოვრების წესი, საკვები და რა თქმა უნდა – კანის მოვლის რუტინა. ე.წ. Beauty ინდუსტრიაში მოღვაწე უამრავი პროფესიონალი იზიარებს მიდგომას, რომ ჯანსაღი კანი არ ნიშნავს მხოლოდ იდეალურ გარეგნობას, ის უპირველესად ჩვენი ჯანმრთელობის ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორია.
ასაკის მატებასთან ერთად, კანის სტრუქტურაც იცვლება- შესაბამისად, 30 წლის შემდეგ, მასზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დღეს, სტატიაში Delfy-ის კანის მოვლის რამდენიმე რჩეულ პროდუქტს გაგაცნობთ, რომელიც ბრენდმა საიმიჯო ფოტოსესიით ამჯერად, ნანა ნებიერიძესთან ერთად წარმოგვიდგინა. სანამ უშუალოდ პროდუქტებზე ვისაუბრებთ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ხარისხზე – თითოეული მათგანი საფრანგეთში იწარმოება.
როდესაც იდეალურ სახის კანზე და მის მოვლაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი პილინგია – პროცედურა, რომელიც დაზიანების გარეშე სახიდან გვაშორებს მკვდარ უჯრედებს. შედეგად, კანი უფრო ახალგაზრდად და ჯანსაღად გამოიყურება. Delfy-ის ბესტსელერი პროდუქტების ჩამონათვალში ერთ-ერთი სწორედ ოქროს სკრაბია – მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები უზრუნველყოფენ კანის ღრმა, მაგრამ არააგრესიულ პილინგს. შედეგად, კანი სრულად თავისუფლდება მკვდარი უჯრედებისგან და საფუძვლიანად იწმინდება ფორები.
როგორც უკვე აღინიშნა, ასაკის მატებასთან ერთად, კანი მეტად მგრძნობიარე ხდება და ამასთან ერთად, მინერალებისა და აუცილებელი ნივთიერებებისაგან იფიტება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბების გამოყენება. ახალგაზრდა კანის შენარჩუნებისათვის “დელფის” ბრენდი ინტენსიური მოქმედების სახის ნიღაბს გვთავაზობს. ე.წ. “პილ-ოფ” ნიღაბი ხასიათდება ნაზი, ოქროსფერი სტრუქტურით. მას გააჩნია სახის ძლიერი აღმდგენი და დამატენიანებელი მოქმედება. ნაზად წმენდს კანის ზედაპირს მკვდარი უჯრედებისა და ჭუჭყისგან, ამცირებს ჭარბ ცხიმიანობასა და ფორების რადიუსს. შედეგად, კანს ჯანსაღი ელფერი აქვს, რაც სახეს ე.წ გადაღლილი გამომეტყველებისაგან იცავს.
ოქროს ნიღაბი შეიცავს 100% ნატურალურ მარგალიტის პუდრს, რომელიც მდიდარია კალციუმის კარბონატით. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ პილინგის მსგავსად, ინტენსიური მოქმედების სახის ნიღბების ყოველდღიურად გამოყენება რეკომენდებული არ არის – იდეალური შედეგისათვის, ის სახის მოვლის რუტინაში კვირაში 2-3 ჯერ უნდა შევიტანოთ.
კანის გამაახალგაზრდავებელ რუტინაში ჰიაულურონის მჟავა უპირველესი და შეუცვლელი ნივთიერებაა. პროდუქტები, რომლებიც მასზეა დამზადებული სწრაფი და ვიზუალურად მკაფიოდ შესამჩნევი შედეგით ხასიათდება. დელფის აღნიშნული პროდუქტი სწორედ ჰიაულურონისა და ოქროს ნაწილაკებს შეიცავს, რაც მის ინტენსიურ მოქმედებას და სწრაფ ეფექტიანობას განაპირობებს. შრატი მოქმედებს კანის სტრუქტურაზე თავისი ანტიასაკობრივი ეფექტით, აღადგენს და ჭიმავს მას უჯრედულ დონეზე.
24K ოქროს შრატი ასევე შეიცავს აქტიურ წყალმცენარეთა კომპლექსს და კოლაგენის სინთეზით უზრუნველყოფს მაღალ დატენიანებას. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი განსაკუთრებით ეფექტურია წვრილი ნაოჭების შემთხვევაში.
როდესაც ანტიასაკობრივ პროდუქტებზეა საუბარი, მკვებავი კრემები შეუცვლელი კომპონენტია. ანტიასაკობრივი მკვებავი კრემი უნდა შეიცავდეს ყველა იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლებიც კანის უჯრედული სტრუქტურისათვის არის მნიშვნელოვანი. ჩამოთვლილი პროდუქტების სიაში, ერთ-ერთი დელფის სახის კანის მკვებავი კრემია. მის შემადგენლობაში შეხვდებით ისეთ ნივთიერებებს, როგორებიც არის ჟოჟობას ექსტრაქტი, ალოეს ექსტრაქტი, იშვიათი ფუტკრის რძის ექსტრაქტი. ეს პრებიოტიკები სრულად აღადგენენ ეპიდერმისის ზედაპირს, წმენდენ მას მკვდარი უჯრედებისგან და აჩქარებენ ახალი უჯრედების წარმოქმნის პროცესს.
ჩამოთვლილი პროდუქტები Delfy-მ თავისი ერთგული მომხმარებლისათვის გააერთიანა და სპეციალური ნაკრების სახით შემოგვთავაზა. ლიმიტირებული ნაკრების შეძენა შესაძლებელია როგორც ბრენდის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის არხებზე, ასევე Delfy-ის მაღაზიაში, რომელიც სავაჭრო ცენტრ “თბილისი გალერიაში” მდებარეობს.