პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამოფენა “A Tribute to Karl: The White Shirt Project” მოეწყო. პროექტი ლაგერფელდის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაანონსდა, რომლისთვისაც გერმანელი დიზაინერის ლეგენდარული თეთრი პერანგის ახალი ვერსიების შესაქმნელად მასთან დაახლოებული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პირები გაერთიანდნენ.
“თუ მკითხავთ ყველაზე მეტად რისი გამოგონება მენდომებოდა მოდაში, მაშინ თეთრ პერანგს გიპასუხებთ” – კარლ ლაგერფელდი
ერთ-ერთი დიზაინი კაია გერბერს ეკუთვნის, რომელიც ღონისძიებაზე გიორგი ქებურიას სამოსით მივიდა. 18 წლის მოდელმა ქართველი დიზაინერის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ნაჩვენები პატარა შავი კაბა მოირგო, რომელსაც თეთრი ფერის გულის ფორმის ღილები ამშვენებს.
ფოტო ჩვენებიდან