თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი 31 ოქტომბერს გაიხსნება და 4 ნოემბერს დაიხურება. ქართველი დიზაინერები ჩვენებებს თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართავენ.

IG: @ mbfashionweektbilisi

ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა 3 ოქტომბერს ინსტაგრამზე გაჩნდა ახალი პროფილი: @bicholla-official. როგორც აღწერიდან ვიგებთ, ბიჭოლამ საკუთარი სახელის ქართული ბრენდი შექმნა.

Coming Soon…  ბიჭოლამ ინსტაგრამით 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია დაანონსა. სავარაუდოა, რომ თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე ბიჭოლას დებიუტი შედგება, თუმცა დადასტურებული ჯერ არ არის.