ზენდეია კიდევ ერთ აღიარებულ რეჟისორთან ითანამშრომლებს. ჰოლივუდის ახალი თაობის გამორჩეულ მსახიობს ამჯერად ლუკა გუადანინოს დაანონსებულ ფილმში ვიხილავთ. Challengers – ასე ჰქვია რომანტიკულ დრამას, რომლის სიუჟეტი ზენდეიას პერსონაჟის – ყოფილი წარმატებული ჩოგბურთელის ირგვლივ ვითარდება. ფილმი Metro-Goldwyn-Mayer-ის პროექტია. როგორც პრესა იუწყება, აღნიშნულ როლზე მსახიობის ჰონორარი 10 მილიონ დოლარს შეადგენს.
დაანონსებულ ფილმში ზენდეიას პარტნიორობას გაუწევს სერიალ Crown-ის მსახიობი ჯოშ ო’კონორი და West Side Story-ის მსახიობი მაიკ ფაისტი. პრემიერის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.