ერდემის 2023 წლის Pre-Fall კოლექციის ინსპირაცია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარია, განსაკუთრებით კი 1860 წელი, რომელზეც დიზაინერი კონცენტრირდა. „მინდოდა ამ კონკრეტულ წელს ჩავღრმავებოდი, გამადიდებელი შუშის ქვეშ დავკვირვებოდი და მენახა თუ როგორ იქმნებოდა ტანსაცმელი, რა ქსოვილები, საღებავები და პროპორციები გამოიყენებოდა,“ – განაცხადა მან.
ლონდონის ბიბლიოთეკაში გატარებულმა დრომ მას საშუალება მისცა ამ ისტორიულ პერიოდში გამოყენებული ფერები, პრინტები თუ სილუეტები შეესწავლა. „ყოველ სამშაბათს აქ ვარ. იმ წიგნების წაკითხვა შეგიძლიათ, რომლებიც ვიჯინია ვულფს გამოჰქონდა!“ – ამბობს ერდემი.

მონრეალში დაბადებულმა დიზაინერმა ვიქტორიანული სამყაროს მახასიათებლები თანამედროვე დროში თავისი რომანტიკული ხედვით შემოგვთავაზა, შედეგი კი მშვენიერი და გამორჩეულია.
Erdem Pre-Fall 2023
ფოტოგრაფი: Nadine Ijewere



































