2 წელი გავიდა, რაც ვერა ვენგმა მოდის კვირეული დატოვა. ვერა დარჩა საქორწინო კაბების ბიზნესში და CFDA – ს დირექტორთა საბჭოში, თუმცა ჩვენებები მისთვის საინტერესო აღარ ჩანდა. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ვენგი პოდიუმს დაუბრუნდა. გადაწყვეტილება CFDA – ში განვითარებული ცვლილებების შემდეგ მიიღო. ახლა, როცა ამერიკელ დიზაინერთა საბჭოში ცდილობენ, რომ მყიდველებისთვის ნიუ-იორკი კვლავ მიმზიდველი ქალაქი გახდეს, კვირეულს სჭირდება ვერა ვენგისნაირი აღიარებული ფიგურის ჩართულობა და მხარდაჭერა.
Vera Wang – 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

დიზაინერმა ახალი კოლექციის კონცეფციას კალიფორნიული ოცნება უწოდა, იგივე სახელწოდების იყო ჩვენების საუნდტრეკიც. თუ ახლა თქვენს გონებაში ლოს-ანჯელესი, ან ლონგ-ბიჩი ამოტივტივდა, დაივიწყეთ, რადგან ამ კოლექციაში არაფერია ისეთი, რაც პირდაპირი გაგებით კალიფორნიულ ოცნებაზე მიგვანიშნებს. კოლექციის ცნების დაკავშირება პოდიუმზე ნანახთან ადვილი არ არის, რადგან რასაც – ვუყურებთ ვერა ვენგია თავისი ძლიერი მხარეებით: შავი ფერი, ოსტატური ჭრა, გოთიკური რომანტიკა, ფენები, ფენები და ფენები დაუსრულებლად.

მუქ ფერებში გადაწყვეტილი გრძელი სილუეტები ბელგიელი დიზაინერების მუხტს ქმნის, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს მაკიაჟი და ვარცხნილობა.

ვერა ვენგი ჩვენების დასასრულს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

ვიდეო: