რიანა, კარა დელევინი, ჯასტინ ბიბერი, ადელი, ქეითი ფერი, ჯასტინ ბიბერი, ლებრონ ჯეიმსი, სელენა გომეზი, კაილი ჯენერი – ეს მხოლოდ რამდენიმე სახელია BANG BANG NYC-ს მომხმარებელთა ვარსკვლავური სიიდან. ბენგ ბენგის დამფუძნებლის, კით მაკქარდის საიდუმლო დასაქმებულ ხელოვანთა მრავალფეროვანი წარმომავლობა და ძალიან მაღალი ფასები გახდა.

ტატუ სალონზე წერს ვოგი, ნიუ იორკ ტაიმსი და ბევრი სხვა დიდი გამოცემა. სტატიების აქცენტი ძირითადად იმაზე კეთდება, რომ თუ ამ ტატუ სალონში გსურთ ვიზიტი, ა) ლოდინი ძალიან დიდ ხანს მოგიწევთ და ბ) ეს ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.

ადელი

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში 2 ფილიალია, ჩაწერა რამდენიმე თვით ადრე ხდება. 22 წლის ნიუ-იორკელი ჯეკ ფაუერსი, სალონის ერთ-ერთი მომხმარებელია, რომელსაც სვირინგი მთლიან ხელზე 20 ათასი დოლარი დაუჯდა, ნიუ იორკ ტაიმსთან ინტერვიუში ამბობს „ტატუ მთელი ცხოვრება გექნება, ამიტომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოსთან უნდა მიხვიდე.“

კარა დელევინი

ყველაფერი რიანას ვიზიტით დაიწყო, 11 წლის წინ, როდესაც მას მკერდის პირსინგი უნდოდა, ხოლო სალონიდან პირსინგთან ერთად თეძოზე სანსკრიტის წარწერით გამოვიდა.

რიანა

შემდეგ იყო ტური ქეითი ფერისთან ერთად, სადაც კითი ქეითის და მისი გუნდის წევრებს ტატუებს კონცერტების შემდეგ უკეთებდა.

ქეითი ფერი

2014 წელს კითმა პირველი სალონი გახსნა, ხოლო 2018-ში – მეორე. 2018 წელს გახსნილი სალონი ალექსანდრ ვენგის მაღაზიის გვერდითაა, კითის თქმით, მას ეს სალონი მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.

კითი სელებრითების საყვარელი ტატუ-არტისტის გარდა, ამ სფეროში ტალანტების აგენტის მაგვარი ფიგურაცაა. მის სალონებში მუშაობენ თურქი, შვედი, ებრაელი, კორეელი და ბევრი სხვა ეროვნების არტისტები, რომლებიც კითს მშობლიური ქვეყნებიდან მასთან სამუშაოდ ჩამოჰყავს.

კით მაკქარდი

2014 წელს კითმა ავტობიოგრაფიული წიგნი “Bang Bang: My life in ink” გამოუშვა, სადაც ნახსენებია, რომ როდესაც მას რიანამ მიაკითხა, კითმა არც კი იცოდა ის ვინ იყო. მეტიც, რიანამ ქეითი ფერი და მისი მაშინდელი შეყვარებული, კრის ბრაუნიც მიიყვანა კითთან, თუმცა მან არც მათ შესახებ არ იცოდა. მხოლოდ როდესაც პრესაში მიიღო გამოხმაურება და მასზე მოთხოვნა გაიზარდა, მაშინ მიხვდა, რომ ვარსვლავური ტატუ-არტისტი გახდა. დანარჩენი ისტორიაა.