ვარსკვლავური კულტურა მოდაში ყოველწლიურად უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი ხდება. მუსიკის, კინოს, სპორტის რეიტინგულ სახეებს ვხედავთ მოდაშიც, თანაც არა მარტო კამპანიებსა თუ ჟურნალებში, არამედ პოდიუმზე.

გთავაზობთ ვარსკვლავების ტოპ 7 გახმაურებულ მოდურ მომენტს 2021 წლიდან:

დუა ლიპა Versace-ს ჩვენებაზე

დუას, როგორც პოდიუმის მოდელის, დებიუტი ვერსაჩეს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. მომღერალმა იტალიური ბრენდის შოუ გახსნა და დახურა, რასაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


ადამ დრაივერი Burberry -ის სარეკლამო კამპანიაში

ბრიტანული ბრენდის სუნამოს კამპანიაში ადამ დრაივერის კენტავრად ქცევას უამრავი მიმი მოჰყვა. კამპანიის ვიდეო ინტერნეტს ვირუსულად მოედო და მოდის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მომენტად იქცა.


ჰარი სტაილსი Dazed-ის ფოტოსესიაში

ფოტოგრაფ რაფაელ პავაროტის ობიექტივში ჰარიმ და Dazed-ის მთავარმა რედაქტორმა იბრაჰიმ ქეიმარამ მოდაში გენდერულად ნეიტრალური მიდგომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი შექმნეს.


ბილი აილიში ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე

ახალგაზრდა ამერიკელი ვარსკვლავის განსხვავებული იმიჯით გამოჩენამ ინტერნეტში აფეთქება გამოიწვია. ინსტაგრამზე, ვოგის გარეკანს, გამოქვეყნებიდან მხოლოდ 6 წუთში, მილიონი მოწონება ჰქონდა.

British Vogue ივნისი 2021

კიმ კარდაშიანი Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე

ვარსკვლავი, რომელიც ცნობილი საჯაროობით გახდა, ღონისძიებაზე, რომელსაც თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებს და მთავარ ყურადღებას იქცევს თუ რა გაცვია და როგორ გამოიყურები, ანონიმურად, სრულად შენიღბული მიდის – რა თქმა უნდა, კიმის ამ ფორმაში ხილვამ ინტერნეტში უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია.


ლედი გაგა ფილმში – House of Gucci

‘Father, Son and House of Gucci’- რიდლი სკოტის ახალი ფილმის პირველი ტრეილერის გამოქვეყნების შემდეგ, ლედი გაგა პატრიცია რეჯიანის როლში, 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა.


ბიონსე და ჯეი ზი Tiffany & Co. – ს სარეკლამო კამპანიაში

მიუხედავად იმისა, რომ ბიონსე და ჯეი ზი ცნობილ დიზაინერებთან ხშირად თანამშრომლობენ, ბრენდის სარეკლამო კამპანიებში მათი ერთად ხილვა საკმაოდ იშვიათია. ეს მაღალ ბიუჯეტთან და ბევრ მოლაპარაკებასთან არის დაკავშირებული, თუმცა შეუძლებელი არაფერია მაშინ, როდესაც საქმეში მოდის უდიდესი კონგლომერატი და მსოფლიოს მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბერნარ არნო ერთვებიან.