ცნობილი ბრენდების კამპანიებს თუ გადავხედავთ, არაერთი მაგალითი გაგვახსენდება, როდესაც დიზაინერებმა სხვადასხვა სფეროს ცნობილი ადამიანები მოდის ვარსკვლავებად აქციეს. თუმცა, კინო, სატელევიზიო და მუსიკალურ ინდუსტრიაში პერიოდულად ჩნდებიან პერსონები, რომლებიც ინდივიდუალიზმით და გამორჩეული იმიჯით, ყოველგვარი თანამშრომლობის გარეშე ხდებიან სტილის ვარსკვლავები. ერთ-ერთი მათგანი მსახიობი ვაინონა რაიდერია, რომელმაც 90-იან წლებში წითელი ხალიჩაზე, თუ პაპარაცულ ფოტოებში, დასამახსოვრებელი მომენტები შექმნა.

წლების შემდეგ, ვაინონა რაიდერი კვლავ გადაიკვეთა მოდის სფეროსთან – ამჯერად ის Marc Jacobs-ის ახალი სახეა.

50 წლის რაიდერი Marc Jacobs-ის ჩანთების ხაზის – J Marc-ის კამპანიაში მონაწილეობს. კამპანიის სტილისტი ემა ვაიმენია, ფოტოების ავტორი კი – ჰარლი ვიარი.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვაინონა რაიდერმა მარკ ჯეიკობსთან ითანამშრომლა. მსახიობი ასევე მონაწილეობდა დიზაინერის 2003 წლის ცნობილ კამპანიაში, რომელზეც მოდის ფოტოგრაფიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროფესიონალმა – იურგენ ტელერმა იმუშავა.