ბელა ჰადიდი ვოგის ციფრული გამოცემის გარეკანზე მოხვდა
ბელა ჰადიდი ვოგის ციფრული გამოცემის გარეკანზე ჟივანშის წითელი კაბით არის გამოსახული. კაბა ოდრი ჰეპბერნის პერსონაჟის შთაგონებით შეიქმნა ფილმიდან Funny Face. კაბა ჟივანშის დიზაინერმა კლერ უაიტ კელერმა შექმნა, საყურეები Marco Panconesi-ს ეკუთვნის, ხოლო ქუდი Koche -ს. ფოტოგრაფი- Gordon von Steiner, სტილისტი- Jorden Bickham.
მოდელმა პარიზის მოდის კვირეულის ზამთრის სეზონიდან არაერთი ლუქი მოირგო. იხილეთ ვიდეო:
LVMH Prize-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
დღეს LVMH-მა ახალგზარდა დიზაინერთა მხარდასაჭერად გამართული კონკურსის-LVMH Prize რვა ფინალისტი გამოავლინა. წელს, კონკურსის ისტორიაში, დიზაინერების ყველაზე მრავალფეროვანი შემადგენლობაა-ისრაელი, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა. ‘’კონკურსის საშუალებით მოდა უფრო და უფრო მეტ ადამიანს ეხება, რაც ნაწილობრივ ინტერნეტის დამსახურებაა. წელს 1700-ზე მეტი აპლიკანტი დაგვიკავშირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია კონკურსის ისტორიაში’’- ამბობს ლუი ვიტონის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და კონკურსის დამფუძნებელი, დელფინ არნო.
მოდა დღეს, ისე როგორც არასდროს, კონცენტრირებულია ეკოლოგიურად შედარებით უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებაზე, ვინაიდან მოდის ინდუსტრია ნავთობის შემდეგ ყველაზე დიდ ზიანს აყენებს გარემოს. კონკურსში ეს ფაქტორიც გათვალისწინებულია, მონაწილეებმა გადამუშავებადი მასალა გამოიყენეს. მართალია, როგორც კონკურსის დამაარსებელი ამბობს, მონაწილეები მათი კრეატიულობით შეფასდებიან, თუმცა უკეთესი იქნება თუ ამასთან ერთად გარემოს უსაფრთხოებასაც გაითვალისწინებენ.
კონკურსის გამარჯვებული ივნისში დასახელდება, როდესაც ჟიურის წევრები პარიზში შეხვდებიან ფინალისტებს. კარლ ლაგერფელდი, რომელიც ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო, ბერლუტის დიზაინერმა, კრის ვან აშემ ჩაანაცვლა. ჟიურის სხვა წევრები არიან: ჯონათან ანდერსონი, მარკ ჯეიკობსი, ნიკოლას ჟესქიერი, კლერ უაიტ კელერი, მარია-გრაცია ქიური.
კონკურსის ფინალისტები არიან:
ANREALAGE by Kunihiko Morinaga (იაპონია)
BETHANY WILLIAMS by Bethany Williams (ბრიტანეთი)
BODE by Emily Adams Bode (ამერიკა)
HED MAYNER by Hed Mayner (ისრაელი)
KENNETH IZE by Kenneth Izedonmwen (ნიგერიელი)
PHIPPS by Spencer Phipps (ამერიკა)
STEFAN COOKE by Stefan Cooke & Jake Burt (ბრიტანეთი)
THEBE MAGUGU by Thebe Magugu (სამხრეთ აფრიკა)
ტომი ჰილფიგერი 2 მთავარ მაღაზიას ხურავს
ტომი ჰილფიგერში მეხუთე ავენიუზე მდებარე ბრენდის უდიდეს მაღაზიას ხურავს. როგორც ცნობილია, ბრენდი ცდილობს თანამედროვე ეპოქას ფეხი აუწყოს და ციფრულ მარკეტინგზე კონცენტრირდეს. ბრენდმა ასევე გადაწყვიტა მაღაზია მაიამიშიც დახუროს. ჰილფიგერი See-now-buy-now ჩვენებებს ატარებს, რომელიც ვარსკვლავებთან კოლაბორაციით იქმნება, დაამატა ახალი სპორტული ხაზი, სადაც პროდუქტის შესაქმნელად გადამუშავებადი მასალები გამოიყენეს, ასევე ბრენდის ჯინსები 100%-ით გადამუშავებადი დენიმისგან შეიქმნა. როგორც კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა განაცხადა ბრენდი აპირებს უფრო მეტ ახალგაზრდა ადამიანთან დაამყაროს კავშირი და ამისთვის ახალ სტრატეგიებზე უკვე მუშაობენ.
ტომი ჰილფიგერი PVH-ს კუთვნილი ბრენდია, რომელიც ასევე კელვინ კლეინსაც ფლობს. როგორც ცნობილია ჰილფიგერის გაყიდვები სულ უფრო იზრდება და წლის ბოლოს კიდევ 10%-იან ზრდას ელიან.
ციფრულ მარკეტინგზე კონცენტრირების მიზნით მეხუთე ავენიუზე მაღაზიები ისეთმა ბრენდებმაც დახურეს, როგორიც რალფ ლორენ პოლო, გეპი და ლორდ&თეილორია.
A/X Armani Exchang ჩვენებას პიტი უომოზე გამართავს
არმანის ხელმისაწვდომი ხაზი, რომელი ძირითადად ახალგაზრდა მომხმარებელზეა ორიენტირებული, პიტი უომოს მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში Fortezza da Basso-ში გამართავს ჩვენებას. როგორც ბრენდმა განაცხადა, ხაზისთვის სხვა ღონისძიებებს არ გეგმავს გარდა პიტი უომოს კვირეულში მონაწილეობისა, რომელიც 11 ივნისს დაიწყება და 14 ივნისამდე გასტანს.
A/X Armani Exchange 1991 წელს შექიმნა ჯორჯო არმანისა და მის მეწარმეებთან და დისტრიბუტორებთან პარტნიორობით. 2014 წლიდან ხაზს მთლიანად არმანი მართავს. A/X Armani Exchange ძირითადად ამერიკულ და აზიურ ბაზრებზე იყო კონცენტრირებული, თუმცა ახლა ევროპულ ბაზარზეც გამოჩნდა.
პიტი უომო მამაკაცის მოდის კვირეულია, რომელიც წელიწადში ორჯერ ფლორენციაში იმართება. A/X Armani Exchange პიტი უომოს სპეციალური სტუმარია. შეგახსენებთ, ჟივანშის კლერ უაით კელერი იყო ერთ-ერთი დიზაინერი, რომელიც სტუმრად მიიწვიეს ჩვენების გასამართად და ის პირველად წარადგენს მამაკაცის სამოსს შოუს სახით. პიტი უომოზე ასევე არტისტის, სტერლინგ რუბის დებიუტი შედგება, რომელიც მისი ბრენდის S.R. Studio. La. Ca.- კოლექციას წარადგენს.
ერმესი კანის მოვლის საშუალებებისა და კოსმეტიკის ხაზს ქმნის
ერმესი კანის მოვლის საშუალებებისა და კოსმეტიკის ხაზის გამოშვებას 2020 წლისთვის აპირებს. როგოც ცნობილია, ხაზზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ძირითადად წარმოებული იქნება იტალიასა და საფრანგეთში. 2018 წელს ბრენდის გაყიდვები 10,4%-ით გაიზარდა და თითქმის 6 მილიარდს მიაღწია.
”ვიმედოვნებთ, რაც შეიძლება დიდ მასშტაბზე გავიდეთ. ვცდილობთ ამ ყოველივეს ფრთხილად მივუდგეთ, რადგან ბაზარზე უკვე ძლიერი მოთამაშეები არიან, ამიტომ მოგვიწევს საკუთარი ადგილის პოვნა”- განაცხადა ერმესის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.
ერმესი რომ სილამაზის გლობალური ბრენდი გახდეს საჭიროა სუნამოს, კანის საშუალებებისა და კოსმეტიკის ხაზების ქონა. მაკიაჟისთვისა და კანის მოვლის საშუალებებისთვის ბრენდი პლასტმასისგან თავისუფალი შეფუთვის გამოყენებას გეგმავს. ერმესი სუნამოებს უკვე აწარმოებს-
2018 წელს ბრენდის შემოსავლის 5% სწორედ სუნამოებიდან შეუვიდა.
”ძალიან ამაღელვებელია- ახალი ნაბიჯია და შესაბამისად დიდი რისკიც ახლავს თან, ამიტომ პროდუქციის ლიმიტირებულ ნაწილს ეტაპობრივად ჩავუშვებთ გაყიდვაში ჩვენს მაღაზიებში”- ამბობს ბრენდის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი.