OnBuy’s Handbag Department-ის ახლად გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ინსტაგრამის პლატფორმაზე ბირკინი ყველაზე პოპულარული ჩანთაა, 5.9 მილიონი პუბლიკაციით, მეორე ადგილს ასევე ერმესის ჩანთა კელი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ლედი დიორის ჩანთაა, დაახლოებით 2 მილიონი პუბლიკაციით.

მიუხედავად იმისა, რომ ტოპ 2 ჩანთა ერმესს ეკუთვნის, წამყვან იტალიურ და ფრანგულ მოდის სახლებს გუჩის, სელინსა და ლუი ვიტონს ტოპ 20-ში სამ-სამი პოზიცია აქვთ. მეოთხე ადგილზეა გუჩის მარმონტი თითქმის 1 მილიონი პუბლიკაციით, მას მოსდევს შანელის Boy მეხუთე ადგილზე, ხოლო მეექვსეზე სელინის ტრაპეზეა. შემდგომი სია კი შესაბამისი თანმიმდევრობით ასე გამოიყურება – Gucci Dionysus, Dior saddle, Chanel Flap და Givenchy Antigona. ყოველ მათგანს ნახევარ მილიონზე მეტი პუბლიკაცია აქვს.

ტოპ 20-ში გვხვდება Prada Nylon, Celine Luggage, Loewe Puzzle, Louis Vuitton Speedy, Celine Belt, Gucci Soho, Louis Vuitton Never Full MM და Alma, Marc Jacobs Snapshot და Fendi Baguette. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რამდენიმე ჰიტ ჩანთა ვიხილეთ, წამყვანი პოზიციები მაინც კლასიკურ მოდელებს უკავიათ. ასევე, იკვეთება ევროპული მოდის, განსაკუთრებით საფრანგეთისა და იტალიის გავლენა, რადგან სიაში მხოლოდ 1 ამერიკული ბრენდია.