Disney-მ ხმაურიანად დაანონსებული ფილმის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა და მთავარი როლისათვის გარდასახული ემა სტოუნი წარმოგვიდგინა. ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო გმირის, კრუელა დე ვილის როლისათვის ოსკაროსანმა მსახიობმა საკმაოდ საინტერესო და დრამატული იმიჯი მოირგო. Cruella კომპანია Disney-ის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ცნობილი და საკულტო ანიმაციების მიხედვით მხატვრული ფილმების გამოშვებას გულისხმობს. ამ დრომდე არაერთი ასეთი სურათი ვიხილეთ, მათ შორის “მეფე ლომი”, “მალეფისენტი”, “მულანი” და სხვა.

ამბავი ექსცენტრიულ დიზაინერზე გვიყვება, რომელიც ბუნებრივი ბეწვის სამოსით ხდება შეპყრობილი – სიუჟეტი, ახალგაზრდა კრუელა დევილის ირგვლივ ვითარდება და ამ პერსონაჟს მაყურებელს საინტერესო სახით წარმოუდგენს. ფილმის პოსტერები, კოსტიუმები, მაკიაჟი გასული საუკუნის მეორე ნახევრის პანკ კულტურის ესთეტიკის მატარებელია. ფილმის პრემიერა 2021 წლის 28 მაისს შედგება.