ანტვერპენში მე-19 საუკუნეში აშენებულ ნეოკლასიკურ სახლში დრის ვან ნოტენს საკუთარი ედემი აქვს გაშენებული.

Photographed by François Halard, Vogue, March 2014

 „ბაღი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ სექციებად იყოს დაყოფილი. იქ არის ტყიანი ადგილები, ვარდის და გეორგინას ბაღები, ჰეჯები, 50 განსხვავებული სახეობის ჰორტენზიები გვაქვს. ყველაფერი წლის განსხვავებულ დროს იწყებს ყვავილობას, ჩვენ კი იქ დროს ყველაზე ცივ თვეებშიც ვატარებთ. შობის პერიოდში პირველი გრძნეული თხილის ყვავილები ჩნდება, იანვარში ყოჩივარდა, შემდეგ, რა თქმა უნდა, როდოდენდრონები მაისის თვეში. ყველაზე მეტად ოფისში გატარებული გიჟური დღის შემდეგ ბოსტნეულის ბაღში დაბრუნება მაბედნიერებს, საიდანაც რამდენიმე რაღაცას ვიღებ და მარტივ სალათს ვამზადებ. სწორედ იმ მომენტში ვგძრძნობ თავს ყველაზე მდიდრულად.“ – დრის ვან ნოტენი.

Photographed by François Halard, Vogue, March 2014
Photographed by François Halard, Vogue, March 2014

ბელგიელი დიზაინერის შემოქმედება ფერების და პრინტების სამოთხეა, ინსპირაციის წყაროს კი თავისივე სახლში პოულობს. თითოეული ფერი დრისის კოლექცებში ამაღელვებელია და ყოველი მათგანის სიღრმე გიჩენს განცდას, რომ შეუძლია ჩაგძიროს და რაღაც არაამქვეყნიურს გაზიაროს.

„დიორმა შესაძლოა გამოიგონა ახალი ლუქი, მაგრამ დრის ვან ნოტენს სპეციფიკური ცისფერი აქვს, უფრო ღია ვიდრე მუქი ლურჯი, უფრო მუქი ვიდრე ღიღილო, უფრო ღრმა ვიდრე წყნარი ოკეანე. აგრეთვე არსებობს ვან ნოტენის სპეციფიკური ყვითელი, ვან ნოტენის მწვანე. დრისის დიდებული ნიჭი ფერებშია. არ არსებობს სხვა ცოცხალი დიზაინერი, ვინც ფერებს დრის ვან ნოტენის მსგავსად იყენებს” – ნიუ-იორკ თაიმსი

2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის დრისი საკუთარ ბაღს თავისი გუნდის წევრებთან და ფოტოგრაფთან ერთად ეწვია. დიზაინერმა მიზნად დაისახა საგულდაგულ შერჩეულ ყვავილთა არასრულყოფილება და ის ჩრდილებიც კი გამოესახა, რომლებიც კადრებზე აღიბეჭდა. ყვავილების სხვადასხვა ვარიაციებს ყოველ მომდევნო კოლექციაში გამუდმებით ვხედავთ, ამიტომ როგორ შეიძლება ასეთმა კლიშემ ვინმე კიდევ აღაფრთოვანოს? მაგრამ დრისის ახალ კოლექციაში რომანტიკის და სილამაზის სიმბოლოს არასრულყოფილების ხაზგასმით ის კიდევ უფრო მიმზიდველი გამოჩნდა.

„მისი უცნაურად და საინტერესოდ ქცევა ნამდვილად მარტივი იყო, მაგრამ ის ასევე სასურველიც უნდა იყოს.“ – დრის ვან ნოტენი

დრამატული და პოეტური განწყობის შესაქმნელად ჩვენება სრულიად ნაცრისფერი ლუქებით გაიხსნა. მალევე ნაცრისფერი პერანგის საყელოზე ყვითელი ვარდი გამოჩნდა და კოლექციაში, რომელშიც მუქი თუ ღია, პასტელური თუ ნეონის ფერები ერთმანეთს მომაჯადოებლად ერწყმოდა, ნოტენის ბაღში არსებულმა არასრულყოფილმა სრულყოფილებამ აყვავილება დაიწყო.

Photos: Alessandro Lucioni
Photos: Regis Colin Berthelier 
Photos: Armando Grillo 

ჩვენებაზე განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ქსოვილზე გადაფარებული ბადის და ორმაგი პრინტის საშუალებით მიღებული მქრალი გამოსახულება.

Photos: Armando Grillo 

ბოლო ლუქებით დრისმა კოლექციაში ბზინვარებაც შემოიტანა.

Photos: Armando Grillo 

საბოლოოდ, რა სურდა დრის ვან ნოტენს ბუნების უმშვენიერესი ქმნილების ნაკლოვანებების გამოვლენით?

„ეს ყვავილები გასულ ოქტომბერს ჩემს ბაღში გადავიღეთ. მინდოდა ვარდები, მაგრამ არა ტკბილი ვარდები—ვარდები განსხვავებით, ვარდები, რომლებიც დღევანდელობას შეესაბამება. ყვავილები შეიძლება რომანტიული იყოს, მაგრამ მე ამის ჩვენება არ მინდოდა, რადგან ცხოვრება უფრო რთული გახდა, ვიდრე ეს ადრე იყო. ამიტომ ხედავთ დაავადებებს, შავ ლაქებს, ნაკლოვანებებს.“ – დრის ვან ნოტენი

Dries Van Noten F/W 2019. Photos: Armando Grillo