დიზაინერების ცხოვრებაში მათი შინაური ცხოველები დიდ როლს თამაშობენ, მაგალითად, ალექსანდრ მაკქუინმა თავის ძაღლებს 50 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუტოვა. გარდა მათი მშობლების სიყვარულისა, დიზაინერების ოთხფეხა მეგობრები მოდაში და სოციალურ ქსელებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ, მაგალითად დემნა გვასალიას ძაღლი ქუქი საკმაოდ ხშირად ხვდება ბალენსიაგას ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე. თუმცა, ქუქის გარდა, ბევრი ძაღლი მოხვედრილა წამყვან ედითორიალებში, ყდებსა თუ კამპანიებში.

ნევილ ჯეიკობსი

amazon.com

მარკ ჯეიკობსის ბულ ტერიერს, ნევილს, ინსტაგრამზე, 195 ათასი გამომწერი ჰყავს და აღნიშნულ პლატფორმაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლია. ნევილი წიგნის მთავარი გმირიც გახდა, Neville Jacobs: I’m Marc’s Dog ფოტოკრებულია, რომელშიც აღბეჭდილი და აღწერილია ნევილისა და მარკის ცხოვრებიდან საუკეთესო მომენტები. ნევილი S/S 2015 Bookmarc კამპანიის სახეც იყო. მარკის თქმით, მას და ნევილს ყოველ ღამე ერთად სძინავთ.

სტეფ კარანი

thepaws.net
Harper’s Bazaar

დონა კარანის თქმით, მას თავისი შოკოლადისფერი ლაბრადორი პირველივე დანახვით შეუყვარდა. სახელი სტეფი მისი გარდაცვლილი მეუღლის სტეფანის საპატივცემულოდ დაარქვა და ახლა ისინი განუყრელები არიან. დონას თქმით, მათაც ერთად სძინავთ და სტეფი დიზაინერ დედას გადაღებებზეც ხშირად დაჰყვება.

ლუპო კავალი

deglidei.it
ladyblitz.it

რობერტო კავალის გერმანულ ნაგაზ ლუპოს ინსტაგრამზე 2 ათასამდე გამომწერი ჰყავს. მის მიმართ სიყვარულზე იტალიელ დიზაინერ რობერტო კავალის არაერთხელ უსაუბრია, თუმცა ყველაზე საინტერესო მისი კრეატიულ პროცესში ჩართულობაა. კავალის თქმით, ის “ყველა მოდელს აკვირდება, უახლოვდება მათ, კარგად შეისწავლის, ხოლო შემდეგ, ჩემსკენ იყურება და მოწონების ნიშნად თავს მიქნევს”.

მოლი, მარგო, მეგი და მონტი ვალენტინოები

anothermag.com
ig.com/realmrvalentino

საკულტო იტალიელ დიზაინერს, ვალენტინო გარავანის არა ერთი ან ორი, არამედ მოპსების მთელი არმია ჰყავს. მან ერთ-ერთ ხაზს ვალენტინოს მოდის სახლში გარდაცვლილი ოთხფეხა მეგობრის, ოლივერის სახელიც კი დაარქვა. ვალენტინოს მოპსებს საკუთარი ბატლერი და მძღოლი ჰყავთ, ასევე ისინი მამას დაჰყვებიან ყველა მოგზაურობაზე პირადი თვითმფრინავით.

ანგუსი და ინდია ფორდები

i-D Magazine
i-D Magazine

ტომ ფორდის სიყვარული მისი ფოქს ტერიერების მიმართ მაშინ გამოჩნდა, როდესაც მას ტერი რიჩარდსონთან ჰქონდა ფოტოსესია i-D Magazine-ს ყდისთვის და როდესაც ისინი ფილმში A Single Man გადაიღო. მოგვიანებით კი აღიარა, რომ მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო სუნი მისი ძაღლების ყურებს აქვთ.