დიორის 2002 წლის გაზაფხული/ზაფხულის მამაკაცის კოლექციაში ედი სლიმანმა თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დეტალი წარადგინა. თეთრ პერანგზე ჭრილობიდან გამონადენი სისხლის იმიტაცია მისი გულშემატკივრებისთვის დღემდე გამორჩეულად საყვარელ ნამუშევრად რჩება.


სლიმანმა სახელი skinny სილუეტის პოპულარიზაციით გაითქვა. ფორმალური ტანსაცმლის ხელახლა განსაზღვრით მამაკაცის სამოსის აღიარებული დიზაინერი გახდა. თავისი შემოქმედებით ის ფართოდ გავრცელებულ მასკულინურობის იმიჯს შეეწინააღმდეგა და მისი ახალი სახე შექმნა. Dior Homme-ს „Boys Don’t Cry“ შოუზე კი თავისი ხედვა განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოაჩინა.

კოლექციის მთავარი მოტივი Lesage-ს წითელი ნაქარგი იყო, რომელიც სისხლს ჰგავდა და ედის ახალგაზრდულ დიზაინს ემოციურობას მატებდა. დიზაინერის ეს ნამუშევარი პანკ მუსიკამ შთააგონა, უფრო კონკრეტულად კი ფოტომ, რომელზეც პანკ ჯგუფ The Heartbreakers-ის წევრებს სისხლის ლაქებიანი თეთრი პერანგები აცვიათ (იხილეთ მთავარი ფოტო).
ჩვენების ჩანაწერი