შავი ფერის დიდებულება, სიღრმე, პოეტურობა ყველაზე მკაფიოდ და ბრწყინვალედ იოჯი იამამოტოს ნამუშევრებში ვლინდება, თუმცა მის ჩვენებებზე მხოლოდ ეს ფერი არ ახდენს ჩვენზე შთაბეჭდილებას.
იოჯის დიზაინით შექმნილი შავი სამოსი 2014 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციდან იაპონელი არტისტის, იასუტო სასადასთვის იქცა ტილოდ, რომელზეც თავისი სიურეალისტური და ფსიქოდელური ილუსტრაციები გამოსახა.
თანამშრომლობის ფარგლებში იასუტომ სახეების, ტუჩების, თვალების, ყვავილების, ცხოველების, სამკაულების და სხვა ტიპის გამოსახულებები შექმნა. ისინი კოლექციაში წარმოდგენილი იყო როგორც პრინტების, ისე ხელით შესრულებული ნახატების სახით.
შავი იაპონელი დიზაინერის შემოქმედების ამოსავალი წერტილია. მაგრამ, როცა იოჯი მასთან ერთად სხვა ფერებსაც იყენებს, შედეგი სუნთქვის შემკვრელია.
Yohji Yamamoto შემოდგომა/ზამთარი 2014
ჩვენების ჩანაწერი