2020 წლის მიწურულს დემი ლოვატომ თმა შეიჭრა და სრულად შეიცვალა იმიჯი. მალევე ვოგმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “როცა დემი შეხვდა დემნას: იდეალური გაერთიანება.” სტატიის შინაარსი მხოლოდ და მხოლოდ დემის ინსტაგრამ პოსტის გარშემო ტრიალებდა, რომელშიც მას ბალენსიაგას სამოსი ეცვა.

ახლა დემის Paper Magazine-ის ყდაზე და ედითორიალში ვხედავთ, სადაც მას ბალენსიაგა, ტომ ფორდი და ბოთეგა ვენეტას სამოსი აცვია.

Paper Magazine 2021

Paper-თან დემიმ ნარკოტიკებთან ურთიერთობასა და სექსუალურ ძალადობაზე ისაუბრა. მომღერალის შესახებ YouTube-ზე დოკუმენტური ფილმი გამოვიდა სახელად Dancing With the Devil, რომელიც დემის 2018 წლის ზედოზირებაზე მოგვითხრობს. ზედოზირებამ რამდენიმე ორგანოს შეჩერება და გულის შეტევა გამოიწვია და ახლა დემის მხედველობის პრობლემები სამუდამოდ აქვს, რის გამოც მანქანის ტარება აღარ შეუძლია.

დემის ნარკოდამოკიდებულებაზე Dancing With the Devil მესამე დოკუმენტური ფილმია, მანამდე იყო 2012 წლის Stay Strong და 2017 წლის Simply Complicated.

Paper Magazine

დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე დემის ბალენსიაგას ბლუზა და ჟივენშის შარვალი ეცვა. ფაქტია, რომ დემის სტილისტები ცდილობენ მოდაში მისი მომენტი შექმნან რაც შესაძლოა ახალი ალბომის გამოსვლასაც დავუკავშიროთ.

მოდის ინდუსტრიაში დემი ლოვატოს შესაძლო მომენტის შექმნაზე საუბარი კიდევ უფრო რეალური ხდება იმის გათვალისწინებით, რომ მომღერალი გამოჩნდა ვოგის ყდაზეც.