მოდის ინდუსტრიაში კიდევ ერთი დეკადა მიიწურა. ვოგმა გაზაფხული/ზაფხული 2020 სეზონის დადგომამდე აქტიურად დაიწყო გასულ ათ წელიწადში მოდაში მომხდარი ცვლილებების შეჯამება. დეკადის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელებისა და ჩვენებების შემდეგ ვოგი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამშრომლობების სიას აქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ კოლაბორაციები დიდ დიზაინერებს/ბრენდებსა და კომერციულ/ურბანულ ბრენდებს შორის გასულ დეკადაში დაიწყო, როდესაც კარლ ლაგერფელდმა პირველად ითანამშრომლა H&M-თან 2005 წელს, განსაკუთრებით აქტუალური სახე უკანასნელ ათ წელში მიიღო. დღეს უკვე ჩვენს გაკვირვებას აღარ იწვევს დიდი ბრენდებისა და H&M-ისა და ზარას მსგავსი ლეიბლების თანამშრომლობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტენდენციას სელებრითებიც შეუერთდნენ, რომლებიც აქტუალურად თანამშრომლობენ კომერციულ ბრენდებთან და კოლექციების შესაქმნელად დიზაინერების ამპლუაში გვევლინებიან. თუ რომელი თანამშრომლობა რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენა ჰქონდა, ამას ოდნავ მოგვიანებით განვიხილავთ, მანამდე კი გთავაზობთ 2010-იანების ყველაზე მნიშვნელოვან კოლაბორაციებს:

ვერსაჩე x H&M
წელი: 2011
შემოქმედებითი ხელმძვანელი: დონატელა ვერსაჩე

სტელინგ რუბი x რაფ სიმონსი
სეზონი: შემოდგომა/ზამთარი 2014 მამაკაცის კოლექცია

ერმესი x ეფლის საათები
წელი: 2015

Yeezy შემოდგომა/ზამთარი 2015
შემოქმედებით ხელმძღვანელი: ქანიე უესტი

ქროქსი x კრისთოფერ ქეინი
სეზონი: გაზაფხული/ზაფხული 2017

Supreme x ლუი ვიტონი
სეზონი: შემოდგომა/ზამთარი 2017 მამაკაცის კოლექცია
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: კიმ ჯონსი

ჰერონ პრესტონი x DSNY
წელი: 2016

Levi’s,Champion და სხვები x ვეტმანი
სეზონი: გაზაფხული/ზაფხული 2017
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: დემნა გვასალია

ბიონსე x ბალმანი
წელი: 2018
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ოლივერ რუსტანი

ქარდი ბი x Fashion Nova
წელი: 2018

მსოფლიოს კვების პროგრამა x ბალენსიაგა
სეზონი: შემოდგომა/ზამთარი 2018
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: დემნა გვასალია

სერენა უილიამსი x ოფ-უაითი x ნაიკი
წელი: 2018

Moncler Genius x პიერპაოლო პიჩოლი, სიმონ როშა და სხვები.
წელი: 2018

როდარტე x Universal Standard
წელი: 2019