მუსიკისა და მოდის ხანგრძლივი და მჭიდრო კავშირის, მათ შორის, ინფორმაციისა და შთაგონების მიმოცვლის შესახებ არაერთხელ დაწერილა და თქმულა. ამ კავშირს კი, თავისი სიმბოლოები ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა ათწლეულის სახე შექმნეს. გამორჩეული სასცენო ვიზუალითა, თუ ყოველდღიური იმიჯით, დევიდ ბოუი ერთ-ერთი ასეთი ლეგენდაა.

ანდროგენული გარეგნობის მუსიკალური გენიოსი, გარდა ვოკალური შესაძლებობებისა, საშემსრულებლო ალტერ ეგოებითაც არის ცნობილი. წლებთან ერთად, ბოუიმ არაერთი დიზაინერი შთააგონა, შედეგად მისი შექმნილი ტრენდები პოდიუმზე საინტერესო სახით ვიხილეთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დევიდ ბოუი ყოველდღიური სტილითაც გამოირჩეოდა. საჯარო თავშეყრის, თუ პრივატულ ადგილებში გადაღებული ვრცელი დოკუმენტური მასალა ამაში ნამდვილად დაგვარწმუნებს. გავიხსენოთ დევიდ ბოუის დახვეწილი სტილი 10 საარქივო ფოტოს მეშვეობით.

1/10

2/10

3/10

4/10

5/10

6/10

7/10

8/10

9/10

10/10