დღეს, 9 ოქტომბერს, ქართველი მოდელის თაკო ნაცვლიშვილის დაბადების დღეა. თაკო პირველი ქართველი მოდელია საქართველოს სახელით, რომელმაც წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მან მოდელობა 14 წლის ასაკში ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“ დაიწყო. მალევე თაკოთი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “Next Models” დაინტერესდა. სწორედ ნექსთთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იწყება თაკოს სამოდელო კარიერის აღმასვლა. ნაცვლიშვილს მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ ჩვენებებში, როგორიცაა: ვერსაჩე, არმანი, ელი სააბი, რალფ & რუსო, ზუჰაირ მურადი, დიორი, ჩალაიანი, იოჯი იამამოტო და სხვა.
ვერსაჩეს 2015 წლის ოტ კუტიური
2015 წლის იანვარში დონატელა ვერსაჩემ პარიზში ვერსაჩეს ოტ კუტიურ კოლექცია წარადგინა. ჩვენებაზე არაერთი ცნობილი ტოპ მოდელი თუ სუპერმოდელი ვიხილეთ, თაკო ერთადერთი დებიუტანტი იყო ჩვენებაზე. ის ჩვენებისთვის 400 გოგონას შორის აარჩიეს.
არმანის 40 წლის საიუბილეო ჩვენება
თაკო ნაცვლიშვილი ყველაზე ხშირად არმანის ჩვენებაზე ვიხილეთ. რამდენიმე სეზონის განმავლობაში კი არმანის ჩვენებას თაკოს გარეშე არ ჩაუვლია. თაკომ არმანისთან პირველად 2015 წლის ოტ კუტიურზე ითანამშრომლა. იტალიური მოდის ლეგენდამ თავისი ბრენდის 40 წლის იუბილის აღსანიშნად შოუ გამართა , სადაც წლების განმავლობაში შექმნილი საუკეთესო ლუქები გააერთიანა. ერთ-ერთი ლუქი ქართველმა მოდელმა, თაკო ნაცვლიშვილმაც მოირგო.
არმანის კამპანია
არმანის პოდიუმიდან თაკომ ბრენდის კამპანიაში გადაინაცვლა. მან არმანის ერთ-ერთი ხაზს გაუწია რეკლამა. Armani Colleczion თაკო ნაცვლიშვილის მონაწილეობით:
ზუჰაირ მურადის საპატარძლო კოლექცია
თაკოს დებიუტი ზუჰაირ მურადის ჩვენებაზე 2015 წლის ივლისში ოტ კუტიურის ჩვენებაზე შედგება. მას შედმეგ თაკო რამდენჯერმე ვიხილეთ ბრენდის პოდიუმზე. ნაცვლიშვილმა ბრენდის საპატარძლო კოლექციის კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა.
დიორის ჩვენება
ვერსაჩეს მალევე მოყჰვა დიორი. თაკო ნაცვლიშვილი პარიზის ოტ კუტიურის მოდის კვირეულის ფარგლებში დიორის ჩვენებაზე გამოვიდა. ეს ჩვენება დიორის ბოლო ოტ კუტიურ კოლექცია იყო რაფ სიმონსის ხელმძღვანელობით.
იაპონური ვოგის ედითორიალი
თაკო ნაცვლიშვილის მონაწილეობით ჟურნალის ედითორიალებიდან მნიშვნელობის მიხედვით გამორჩეული იაპონური ვოგის 2015 წლის ივნისის ნომრის ედითორიალია.