როკ’ნ როლი ხვდება გლამურს – ეს იყო ჯანი ვერსაჩეს იდეა საკუთარ ბრენდზე. 1997 წელს ლეგენდარული დიზაინერის მკვლელობის შემდეგ დონატელამ ღირსეულად განაგრძო თავისი ძმის საქმე, მაგრამ ვერსაჩეს ბოლო კოლექციებში გამორჩეული და დასამახსოვრებელი ისევ ჯანის შექმნილი ლუქების და დეტალების ხელახალი ინტერპრეტაცია და ის სუპერმოდელები არიან, რომლებიც ოცდახუთი წლის წინ მის ჩვენებებზე გამოდიოდნენ.

შალომ ჰარლოუ (გახსნა) და სტეფანი სეიმური (დახურა)
Credits: Filippo Fior 
ქენდის სვანეფული, ირინა შეიკი და ჯიჯი ჰადიდი
Credits: Filippo Fior 

ახალი კოლექციით ფუფუნების და გრანჟის შეთავსების მცდელობა ვერსაჩეში არაბუნებრივობის განმარტებად გამოდგება. როგორც ჩანს, მაიკლ კორსის კომპანიის, კაპრი ჰოლდინგსის მიზანს ახალგაზრდების მოზიდვა წარმოადგენს. დროს შეუძლია ბრენდის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია მოახდინოს. მაშინ როდესაც ჯანი ვერსაჩეს შოუების პარალელურად 1992 წელს მარკ ჯეიკობს პერი ელისისთვის გრანჟ კოლექცია გამოჰქონდა, რის გამოც ბრენდიდან გაუშვეს, ვინ იფიქრებდა, რომ ოცდაშვიდი წლის შემდეგ ეს ესთეტიკა გლამურულ ვერსაჩესაც მოერგებოდა? როგორც დონატელა ამბობს, „ცოტა არასრულყოფილება ახალი სრულყოფილებაა.“

Credits: Regis Colin Berthelier

ჩვენება მოიცავდა ბოლო სეზონების განმავლობაში დონატელას ბრენდში შემოტანილ სიახლეებს, მათ შორის ქუჩის სტილის ელემენტებს და გამოსასვლელ სამოსად წარმოდგენილ ქალის თეთრეულს.

Credits: Regis Colin Berthelier
Credits: Armando Grillo 

კოლექცია გამოირჩეოდა ფერების სიმრავლით.

Credits: Filippo Fior 

ლუქებით, რომლებზეც გამოსახული იყო რიჩარდ ავედონის გადაღებული ბრენდის სუნამოს 1995 წლის კამპანიის ფოტოები დონატელას მონაწილეობით, ვერსაჩემ პატივი მიაგო ლეგენდარული ფოტოგრაფის და ბრენდის ურთიერთობას.

Credits: Regis Colin Berthelier

2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბრენდის იკონოგრაფიაც.

Credits: Regis Colin Berthelier
Credits: Armando Grillo

რაც შეეხება სუპერმოდელებისგან და ახალი ტოპ მოდელებისგან დაკომპლექტებულ ქასთს, კოლექციებისგან განსხვავებით ის ისევ გამორჩეულია.

სოფია სტეინბერგი, ჰანე გაბი, მარიაკარლა ბოსკონო და მიკა არგანარაზი.
Credits: Filippo Fior 
ადუთ აკეჩი, რაიან ვან რომფეი, სორა ჩოი და ანოკი
Credits: Filippo Fior 
ბელა ჰადიდი, ვიტორია ჩერეტი, იმან ჰამამი, იდი ქემბელი და ანა ევერსი
Credits: Filippo Fior