თავისი სახელობის ბრენდის დახურვიდან 1 წლის შემდეგ,გოშა რუბჩინსკი ახალ ხაზს აანონსებს. გოშას ახალ პროექტს GR-Uniforma (ГР-Униформа) ერქმევა. რუბჩინსკი თანამშრომლობას აგრძელებს დავერ სთრით მარკეტთან (Dover Street Market). DSM იყო პირველი დიდი მაღაზია, რომელმაც გოშა რუბჩინსკის ბრენდი შეიძინა და მსოფლიოს წარუდგინა. 2019 წლის 16 მარტს დავერ სთრით მარკეტში გამოჩნდება რუსი დიზაინერის უახლესი ხაზი.
გოშამ GR-Uniforma (ГР-Униформа) სოციალურ ქსელში შავთეთრი ფოტოს გამოქვეყნებით დააანონსა. ფოტო გასული წლის ოქტომბერში საქართველოში გადაიღეს. ინფორმაციას ადასტურებს გოშას ახალი პროექტის ოფიციალური საიტი და გამოცემა WWD.
2018 წლის მაისში გოშა რუბჩინსკი თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის სტუმარი იყო. გოშამ ინტერვიუში თქვა: „ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მოდაში ქართული ანბანის წამოწევით. შესაძლოა ახლა რაღაცის პროგნოზს ვაკეთებ: მოდა ქართული ანბანისთვის!“ ოქტომბერში რუბჩინსკი საქართველოს თავისი ინიციატივით კვლავ ეწვია. სოფო ჭყონიამ აღნიშნა, რომ გოშას საქართველო მოსწონს და აქ პროექტზე სამუშაოდ იყო ჩამოსული. 5 თვის შემდეგ გოშა მართლაც აანონსებს ახალ პროექტს.
გთავაზობთ კიდევ ერთ ფოტოს,რომელიც გადაღებულია საქართველოში და გოშას ახალი ხაზის საიტზეა ატვირთული.
ეს არის პირველი სიახლე გოშა რუბჩინსკისგან მას შემდეგ, რაც 17 წლის მოზარდმა რუსი დიზაინერთან მიმოწერის სკანდალი სქრინები გაავრცელა.