2022 წელი Diesel-ისა და გლენ მარტენსისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მოდის ინდუსტრიასა თუ მის გარეთ, ბრენდის გარშემო მღელვარება სულ უფრო და უფრო იზრდება და წლის ბოლოს, დამსახურებულად, Lyst-მა წლის ლოგოდ სწორედ Diesel-ის ლოგო დაასახელა.

დიზაინერმა უახლესი Pre-Fall 2023 კოლექცია წინა კვირას წარადგინა, რომელზეც ის ვოგს ესაუბრა. “ეს კოლექცია აბსოლუტურად ყველასთვისაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Diesel-ი ლაქშერი ბრრენდი არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი pre და მთავარი კოლექციები, ლუი ვიტონისა და ბალენსიაგასგან განსხვავებით, სხვადასხვა აუდიტორიაზეა გათვლილი. ლაქშერი ბრენდები მთავარი და პრე კოლექციებით ერთსა და იმავე აუდიტორიაზე მუშაობენ, ჩვენ – არა. ამ კოლექციით ყველას ვესაუბრები, ჩემს ძმას, დედას, თინეიჯერებს, ყველას. აქედან გამომდინარე, ეს ჩემთვის ოდნავ განსხვავებული პრაქტიკაა.”

ტრადიციულად, გლენ მარტენსის ინსპირაცია Y2K-ია, დაბალწელიანი განიერი ჯინსები, მოკლე ტოპები და დენიმის გრძელი ქვედაბოლოები.

იხილეთ სრული კოლექცია: