ახლახან, გამოცემა Rolling Stone-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ქანიე ვესტისა და Adidas-ში დასაქმებული გუნდის ურთიერთობას ეხება. Adidas-ის თანამშრომლების ნაწილმა, რომლებიც ვესტთან ერთად Yeezy-ის პროექტზე მუშაობდნენ, განაცხადეს რომ რეპერმა მათ კიმ კარდაშიანის პირადი ფოტოები და ვიდეოები აჩვენა. როგორც რესპონდენტების ნაწილმა თქვა, ეს შემთხვევა 2018 წელს მოხდა და ფოტოებზე ვესტის იმჟამინდელი ცოლი – კიმ კარდაშიანი შიშველი იყო გადაღებული. Adidas-ის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ისტორია დეტალურად აღწერა და გაიხსენა, რომ ეს შემთხვევა ერთ-ერთი საქმიანი შეხვედრის დროს მოხდა.
ერთ-ერთმა წყარომ ასევე გაიხსენა შემთხვევა, როცა ვესტმა გუნდის შეხვედრაზე მოულოდნელად თქვა, რომ კიმმა ვიდეო გაუგზავნა, შემდეგ კი გამოგზავნილი ჩანაწერი იქ მყოფ ადამიანებს ჩაურთო. “ეს ჩანაწერები ძალიან ინტიმური და პირადი ხასიათის იყო. მე კომენტარი არ გამიკეთებია” -აღნიშნა Rolling Stone-თან ინტერვიუში ვესტის ყოფილმა თანაგუნდელმა. სტატიაში წყაროების მონათხრობზე დაყრდნობით ასევე ნახსენებია შემთხვევები, როცა ქანიე ვესტი პორნოგრაფიულ ვიდეოებს რთავდა სამუშაო გარემოში. მათ შორის, ერთ ვიდეოში თავად რეპერი იყო აღბეჭდილი.
Rolling Stone-ის მიერ გამოკითხული Adidas-ის ათეულობით თანამშრომელი ქანიე ვესტს აღწერს, როგორც მანიპულატორ ადამიანს, რომელიც ხშირად ქმნიდა უხერხულ სიტუაციებს და სხვადასხვა გზით ცდილობდა, თანაგუნდელებისათვის საკუთარი დიმინანტი პოზიციის უპირატესობები ეჩვენებინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ვესტმა საზოგადოებას არაერთი ეთიკური ქმედებით დაამახსოვრა თავი. შეურეცხმყოფელი და ხშირად ძალადობრივი განცხადებების გამო, ვესტი არაერთხელ დაიბლოკა სოციალური ქსელებიდან, მათ შორის Instagram-დან. შეგახსენებთ, რომ ვესტთან თანამშრომლობა ოფიციალურად გაწყვიტა როგორც Adidas-მა, ასევე Balenciaga-მ.