27 აგვისტოდან მსოფლიოს რჩეულ მაღაზიებში სანდრა მანსურის და H&M – ის თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია იქნება ხელმისაწვდომი.

მოდელი: ქეთევან ხატიაშვილი,
ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი,
მაკიაჟი: ანა თოდუა.

სანდრა მანსურმა საკუთარი მოდის სახლი  ბეირუთში 2010 წელს დააარსა. ბრენდს თამამი და საოცნებო ესთეტიკა გამოარჩევს, რომელიც თანამედროვე მომხმარებელზე ორიენტირდება. ხელოვნების სხვადასხვა ნაწარმოებებითა და ბეირუთის გარემოთი შთაგონებული სამოსი მომხმარებლის გულს დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით და ხელნაკეთობებით იგებს.

„პირველი, რასაც სანდრა მანსურის დიზაინებში შენიშნავთ, არის საოცნებო ხარისხი და საოცარი სილამაზე, შემდეგ კი აუცილებლად მიაქცევთ ყურადღებას მის განსაკუთრებულ ხელობას, გადმოცემის სტილსა და თანამედროვე, ახალგაზრდულ იერს. ის გამოხატავს მკვეთრ ქალურობას. ჩვენ სიამაყით წარმოგიდგენთ მსგავს ნოვატორ დიზაინერთან თანამშრომლობას და მოუთმენლად ველით, როდის იქნება კოლექცია მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლებისათვის.“

მარია ოსთბლომი, H&M – ის ქალთა დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელი
მოდელი: ქეთევან ხატიაშვილი,
ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი,
მაკიაჟი: ანა თოდუა.

H&M – ს და სანდრა მანსურის ერთობლივად შექმნილი კოლექციის მიღმა არსებული ინსპირაცია აერთიანებს როგორც ბუნების ელემენტებს, ისე ხელოვანი ქალების – ტოიენის, დოროთეა თენინგის, ლენა ლეკლერკის და ბიბი ზოგბეს – ნამუშევრებს. მზის სხივებს დილიდან ღამემდე მიყოლილი მზესუმზირით შთაგონებულმა სანდრამ კოლექციას „Fleur du Soleil“ უწოდა. როგორც დიზაინერი ამბობს, ამ კოლექციით მას სურს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალებს ახლა ასეთი საჭირო იმედი ჩაუსახოს. მზესუმზირა კი ცხოვრების ციკლს და მზისა და სინათლსადმი მის დამოკიდებულებას წარმოადგენს.

მოდელი: ქეთევან ხატიაშვილი,
ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი,
მაკიაჟი: ანა თოდუა.

კოლექცია მოიცავს: კაბებს, ბლუზებს, ქვედაბოლოებს, კლასიკურ პიჯაკს, პრინტიან მაისურს და ჰუდს. მასში ვხვდებით ისეთ ხელნაკეთ დეტალებს, როგორებიცაა: რუშები და რომანტიკული ქსოვილის მრავალი ფენა, რომლებიც ერთად ახალგაზრდულ და გაბედულ სტილს ქმნიან. შავის, სპილოს ძვლისფერისა და ნაცრისფრის ფერთა პალიტრაში გადაწყვეტილი კოლექცია აერთიანებს გამოყვანილ და, ამავდროულად, გაშვებულ ფორმებს. გამჭვირვალე, ნაზ ქსოვილს მდიდრულ იერს აძლევს კოპლები, ყვავილები, მზესუმზირა, რომელთა საშუალებითაც მკვეთრი, ქალური სილუეტი და ურბანული სტილი გამოიკვეთება. ქსოვილების შერჩევაზე გავლენა იქონია პოეზიამ და მხატვრებმა, შედეგად კი ვხვდებით: მუქ მაქმანებს, ჟაკარდს და ნაქარგ ორგანზას.

მოდელი: ქეთევან ხატიაშვილი,
ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი,
მაკიაჟი: ანა თოდუა.

ქართველი მომხმარებელი კოლექციის შეძენას გალერია თბილისისა და სითი მოლი საბურთალოს H&M-ის მაღაზიებში შეძლებს.