ვიქტორია და დეივიდ ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი ნიკოლა პელციზე დაქორწინდა. ნიკოლა მსახიობი და ამერიკელი მილიარდერის, ნელსონ პელცის ქალიშვილია. ქორწილი პალმ-ბიჩზე მდებარე 79 მილიონ დოლარად შეფასებულ საკუთრებაში გაიმართა, რომელსაც პელცის ოჯახი ფლობს.
ქორწილიდან ოფიციალური ფოტოები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. როგორც მოდის პრესის წამყვანი გამოცემა Vogue იუწყება, ნიკოლას ვალენტინოს თეთრი ოტ-კუტიურ კაბა ამშვენებდა, ბრუკლინმა კი, არჩევანი დიორზე შეაჩერა.